(ivote.ge)პარტია “თეთრების” პოზიცია კანონპროექტზე მეანაბრეებთან დაკავშირებით

medaiinfoპარლამენტში მეანაბრეებთან დაკავშირებით პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს პოლიტიკური პარტია „თეთრების“ ლიდერი, პოპულისტურს და უშედეგოს უწოდებს.
როგორც news.ge-სთან საუბრისას თემურ შაშიაშვილმა განაცხადა,აღნიშნული კანონპროექტი მეანაბრეების პრობლემას არათუ წყვეტს, არამედ ამძიმებს, რადგან ექვსი თვის განმავლობაში ამ პრობლემებს 90%-ზე მეტი ვერ მოხსნის და 6 თვის შემდეგ, მათ მიმართ მოქმედება გაცილებით რადიკალური გახდება.

თემურ შაშიაშვილის აზრით, კანონპროექტი მომგებიანი შეიძლება იყოს მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების ორი კანდიდატისათვის: „ქართული ოცნებიდან“ და ნაცმოძრაობიდან,რადგან სწორედ ეს ორი პარტიაა პარლამენტში წარმოდგენილი და არჩევნების წინ ამ კანონის პოპულისტური გამოყენებით შეეცდებიან წინასაარჩევნოდ ამომრჩევილის გულის მოგებას.“

მისი თქმით, ეს კანონპროექტი საზიანოა იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს ქადაგებს… დამანგრეველია საბანკო სისტემისათვის – უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებს ბანკებთან დაკავშირებულ ყველა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, პრაქტიკულად მოშლის საბანკო სისტემას, არ გამოვრიცხავ 90-იანი წლების ქაოტური სისტემის შექმნასაც. ჩვენ ვთვლიდით და ვთვლით, რომ უნდა გაანალიზდეს ბანკებსა და მოსახლეობას შორის წარმოქმნილი პრობლემები და მოხდეს მათი დარეგულირება გერმანიის, საფრანგეთის და ევროპის სხვა დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით. სადაც მთავარი პასუხისმგებლობა სახელმწიფომ აიღო და ამით შეინარჩუნა სტაბილობაც, საბანკო სისტემაც და პრაქტიკულად გადაჭრა მეანაბრეთა პრობლემები“. – აცხადებს შაშიაშვილი.

პარტიის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან ამ პრობლემის ევროპული გამოცდილებით, პოპულიზმის გარეშე გადაჭრას მოითხოვენ. “ჩვენ მზად ვართ, კონსულტაციებისათვის ყველა დაინტერესებულ სახელისუფლებო რგოლთან პარტიასთან, არასამთავრობო სექტორთან მეანაბრეთა კომიტეტებთან, თუ უშუალოდ მეანაბრეებთან“. – განაცხადა “თეთრების” ლიდერმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *