(საზოგადოება.ჯი) “ხელისუფლებისაგან მეანაბრეებთან დაკავშირებული პრობლემის ევროპული გამოცდილებით გადაჭრას მოვითხოვთ”

 

brifinპოლიტიკური პარტია „თეთრების“ ლიდერი პარლამენტში მეანაბრეებთან დაკავშირებით პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს პოპულისტურს და უშედეგოს უწოდებს.

შაშიაშვილი განმარტავს, რომ ეს კანონპროექტი, “მეანაბრეების პრობლემას არათუ წყვეტს, არამედ ამძიმებს, რადგან ექვსი თვის განმავლობაში ამ პრობლემებს 90%-ზე მეტი ვერ მოხსნის და 6 თვის შემდგომ, მათ მიმართ მოქმედება გაცილებით რადიკალური გახდება; ის საზიანოა იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს ქადაგებს და დამანგრეველია საბანკო სისტემისათვის – უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებს ბანკებთან დაკავშირებულ ყველა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, პრაქტიკულად მოშლის საბანკო სისტემას, არ გამოვრიცხავ 90-იანი წლების ქაოტური სისტემის შექმნასაც… ”

შაშიაშვილის თქმით, კანონპროექტი კარგია მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალების“ კანდიდატებისათვის, რომლებიც არჩევნების წინ ამ კანონის პოპულისტური გამოყენებით შეეცდებიან წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოგებას, რაც პრაქტიკულად მოსყიდვის ტოლფასი იქნება.“

– „თეთრების“ პოზიცია ნათელია და იგი ჩამოყალიბებულია „ღირსების ულტიმატუმში“, რომელიც 2009 წლის 23 ნოემბერს წარედგინა მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ ვთვლიდით და ვთვლით, რომ უნდა გაანალიზდეს ბანკებსა და მოსახლეობას შორის წარმოქმნილი პრობლემები და მოხდეს მათი დარეგულირება გერმანიის, საფრანგეთის და ევროპის სხვა დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით. სადაც მთავარი პასუხისმგებლობა სახელმწიფომ აიღო და ამით შეინარჩუნა სტაბილობაც, საბანკო სისტემაც და პრაქტიკულად გადაჭრა მეანაბრეთა პრობლემები.

ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას ბანკებსა და მოსახლეობას შორის შექმნილ დაძაბულობაზე ვაკისრებთ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“, რომლებმაც გააგრძელეს „მოქკავშირ- „აღორძინების“ დამანგრეველი კურსი და შექმნეს ისეთი საბანკო სისტემა, როცა დანგრეული და განადგურებული ეკონომიკის, ჯართად ქცეული სამუშაო ადგილების, სხვა ქვეყნის პროდუქციის ბაზრად ქცეულ, მოტყუებული და დეპრესიაში ჩავარდნილი მეანაბრეების ქვეყანაში გვყავს მილიონერი ბანკირები და ამ უკანასკნელთა მიერ პოლიტიკურად გამაგრებული „ნაციონალური“ პოლიტიკური ძალა და პრეზიდენტი.

ეს მწარე სიმართლეა. გამოსავალი უნდა მოიძებნოს. დღევანდელი ხელისუფლებისაგან მოვითხოვთ ამ პრობლემის ევროპული გამოცდილებით გადაჭრას ყოველგვარი პოპულიზმისა და ნაჯახის პოლიტიკის გარეშე. ჩვენ მოვითხოვთ არა მარტო მეანაბრეების პრობლემის გადაწყვეტას, არამედ, როგორც ეს თავის დროზე მივმართეთ ბატონ სააკაშვილს და დაახლოებით ერთი თვის წინ ახალ მთავრობას, „ გაანალიზდეს საბანკო სესხების არსებული საკრედიტო განაკვეთები, ზრდის რეალური ფაქტორები და მხოლოდ ასე გადაწყდეს იაფი კრედიტის პრობლემა.“ ტრაგედიაა, როცა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ბანკი პენსიონერებზე გაცემულ წლიურ კრედიტში გარანტირებული საპენსიო თანხის პირობებში მიცემულ წლიურ კრედიტის 40-45% იტოვებს

ჩვენ მზად ვართ, კონსულტაციებისათვის ყველა დაინტერესებულ სახელისუფლებო რგოლთან პარტიასთან, არასამთავრობო სექტორთან მეანაბრეთა კომიტეტებთან, თუ უშუალოდ მეანაბრეებთან.

დაბოლოს დაზარალებულებმა გვინდა იცოდნენ, რომ ჩვენს პარტიაში, პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში, მრავლად არიან მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანები, პირადად მეც მათ რიცხვში ვარ (საქართველოს ბანკისგან), ამდენად, ჩვენთვის სისხლხორცეულად მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს სახელმწიფოებრივად და არა პოპულისტურად და ნაჯახის პოლიტიკით.“- აცხადებს “თეთრების” ლიდერი.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *