სრულიად საქართველოს ვულოცავთ ილიაობას

 

elia სრულიად საქართველოს ვულოცავთ ილიაობას, დიდი ბიბლიური წინასწარმეტყველის – ელია თეზბიტელის ხსენების დღეს. წმინდანის, რომელსაც ერთნაირად ეთაყვანებოდნენ როგორც ძველი ასევე ახალი აღქმის მიმდევრები.

უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს

საქართველოში წმიდა ელიას განსაკუთრებულ თაყვანს სცემენ რადგან საეკლესიო გადმოცემით, მისი ხალენი სწორედ საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში.

ილია წინასწარმეტყველის  სახელს ატარებდა  წმიდა ილია მართალი, რომელმაც
ilia
 სამი მარადიული საგანძურის დაცვა  გვიანდერძა ქართველებს: ენა მამული სარწმუნოება.

images (15)წმიდა ილია წინასწარმეტყველი არის მფარველი ანგელოზი სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქისა, ქართველთა სულიერი წინამძღოლის, ილია მეორის, რომელიც უფლის შეწევნითა და წყალობით სათავეში ჩაუდგა ქართულ ეკლესიას მისთვის უმძიმეს პერიოდში. მან უდიდესი მოთმინებით, სიყვარულით, სიბრძნით, უმძიმესი შრომითა და ღვაწლით მიაღწია ქართული ეკლესიის აღოძინებას, გაძლიერებას. დღეს, საქართველოსთვის რთულ და წინააღმდეგობით აღსავსე პერიოდში,  როცა ქვეყანა იგერიებს შიდა თუ გარე შემოტევებს, სწორედ ეკლესია არის ის ზღუდე, რომელიც მყარად  დგას ერის თავისუფლების სადარაჯოზე და  სწორედ  ეკლესიის საჭეთმპყრობელი არის ჩვენი თვითმყოფადობის და გადარჩენის უმთავრესი საყრდენი და იმედი.

გაჭირვების ჟამს ჩვენი სულიერი მამა გვამხნევებს და ძალას გვაძლევს, უდიდესი სიბრძნით და სიდარბაისლით ტვირთულობს სამშვიდობო მისიას, განუზომელია მისი ავტორიტეტი მსოფლიოს საერო თუ საეკლესიო წრეებში, სხვადასხვა რელიგიების მიმდევრებს შორის.

ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ საუკუნის წინ, გადაშენების პირას მყოფ ქართველთ   გამოუგზავნა უდიდესი მოღვაწე, ერის წინამძღოლი, სამი წმიდა საუნჯის ერთგული დამცველი, ერის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი და წამებული წმიდა ილია მართალი, რომლის ხსოვნასაც დღეს მოწიწებით აღვნიშნავთ.

ჩვენ ვმადლობთ უფალს, იმისთვის, რომ არ გაწირა ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო და დღეს,  კატაკლიზმებით აღსავსე  ურთულეს პერიოში ჩვენს ერსა და ეკლესიას გამოუგზავნა  საჭეთმპყრობელი, მწყემსი კეთილი, ყოველი ქართველის სულიერი მამა, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე. ვულოცავთ მას ანგელოზის დღეს, ვუსურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობასა და სიმხნევეს, სრულიად საქართველოს კი ვუსურვებთ მისი ლოცვით გამთლიანებულ და გაძლიერებულ საქართველოში გვეცხოვროს.

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *