(newposts.ge)შაშიაშვილი: „სასამართლომ დაადასტურა, ნაციონალური მოძრაობის უღალატო მსახურია“

“დღეს სასამართლომ დაადასტურა, რომ არის ნაციონალური მოძრაობის უღალატო მსახური” – . ასეთია თეთრების ლიდერის დამოკიდებულება ბაჩო ახალაიას დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.
მისი თქმით ეს სულაც არ ასახავს სასამართლოს დამოუკიდებლობას.
“ის, რაც დღეს სასამართლომ გადაწყვიტა ბაჩო ახალაიასთან დაკაშირებით, ეს რომ სასამართლოს თავისუფლების ნიშანი იყოს – ჩვენ ბედნიერები ვიქნებოდით. ეს არის იმის დასტური, რომ ილუზიაა ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის მტკიცება, რომ სასამართლო გახდა დამოუკიდებელი. სასამართლო გახდა უარესი, რაც არის, ერთის მხრივ, “ქართული ოცნების” უსუსურობის და, მეორეს მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” თავხედობის შედეგი.
შაშიაშვილის თქმით დღეს ქვეყანას მართავს უსუსურთა და თავხედთა ერთობა, რასაც კოაბიტაცია ქვია და ამაშია ქვეყნის ტრაგედია.
“ქართული ცნობიერების წინააღმდეგ მომართულნი, უკეთეს კაცს ქვეყნის უმაღლეს თანამდებობაზე ვერ იპოვიდნენ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილია, რომელიც მისი პრეზიდენტად დანიშვნის გამო მონად და მსახურად იქციეს და, არ მინდა ვიფიქრო, რომ ვერც უკეთესს იპოვიდნენ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილია, რომელიც უნდათ დააჩოქონ მისი მილიარდების გამო.” – აცხადებს “თეთრების” ლიდერი, – ქვეყნის მტრებმა სანუკვარი ოცნება აისრულეს, ჩვენ კი ილუზიებით ვცხოვრობთ.
თემურ შაშიაშვილის პროგნოზით “გონებისათვის მიუწვდომლად გათავხედებული სააკაშვილმა აშკარად ამჟამადაც ცუდი ნიშანი მისცა – მისი პროვოკაცია აგვისტოს ახალ ტრაგედიად შეიძლება გვექცეს.”
გადასარჩენია ქვეყანა, და მთავარი ამ პროცესში ხალხია. ამ ბრძოლაში ღირსებით დადგება “სახალხო კრება”. საერთო გამარჯვებაში დიდი როლის შესრულება ჯერ კიდევ შეუძლია ბატონ ივანიშვილს. ეს უახლოეს პერიოდში მის ქმედებებზეა დამოკიდებული.
ამ მდგომარეობიდან ერთი გამოსავალია – სკამისათვის ბრძოლაში დანაწევრებულები ქვეყნისათვის უნდა გავერთიანდეთ, – მიაჩნია თემურ შაშიაშვილს



