(sazogadoeba.ge) “სამწუხაროა, რომ კრემლისადმი მორჩილება თეთრი სახლისადმი მორჩილებით იცვლება”

"სამწუხაროა, რომ  კრემლისადმი მორჩილება თეთრი სახლისადმი მორჩილებით იცვლება"

ქვეყანას 20 წელზე მეტია პოლიტიკოსთა არაპროფესიონალიზმი, პოპულიზმი და აგრესიული სოციალური დემაგოგია ანგრევს. – განაცხადა თეთრების ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა პრაიმ-ტაიმში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

– “სამწუხაროა, რომ 200 წლიანი კრემლისადმი მორჩილება, 21-ე საუკუნეში თეთრი სახლისადმი მორჩილებით იცვლება. „საქართველოს არ აქვს მომავალი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან დიდი ურთიერთობების, რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების გარეშე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს დამოუკიდებლობაზე, მორჩილებაში ვიყოთ თეთრ სახლთან, ან კრემლთან“.
თემურ შაშიაშვილმა უკიდურესად უარყოფითად შეაფასა ქართველ პოლიტიკოსებში მიღებული, ქვეყნის პრობლემების აშშ-ს ელჩთან განხილვის პრაქტიკა და თხოვნა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის შესახებ.
„20 წელზე მეტია ქვეყნის ხელისუფლებაში ჭარბობენ არაქართული ცნობიერების და ყოველგვარი უცხოურის გაფეტიშების მომხრე პოლიტიკოსები. ამის შედეგია პოლიტიკაში გამეფებული მონური ფსიქოლოგია…“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.
მისი აზრით, დღეს აუცილებელია სერიოზული პოლიტიკური რეფორმა, რომლის შედეგიც უნდა იყოს ხელისუფლებისთვის მისი რეალური ფუნქციის დაბრუნება – ზრუნვა კონკურენტული გარემოს შექმნაზე და ადამიანის ბუნებითი უფლებების (სიცოცხლის, სიტყვის თავისუფლების, საკუთრების) დაცვა; ქვეყანა გარედან მართული ხელისუფლების გარეშე; უცხო ქვეყნების ჩაურევლობა ქვეყნის საშინაო საქმეებში; ქვეყნის ხელისუფლებაში სუფთა, მართალი და პროფესიონალი პოლიტიკოსების მოყვანა.

შაშიაშვილის აზრით, პოლიტიკური რეფორის გასატარებლად აუცილებელია ორი პირობის შესრულება:

პირველი- პარტიების შეფასების კრიტერიუმების შემუშავება და მხოლოდ ამაზე დაყრდნობით შესაბამისი დაფინანსების სისტემის შექმნა;

მეორე – პოლიტიკოსად აღიარების ნათელი სისტემის შექმნა და დამკვიდრება.

თემურ შაშიაშვილის აზრით, ერთიც და მეორეც უნდა მოხდეს მეცნიერთა, პროფესიონალ ექსპერტთა და პროფესიონალ პოლიტიკოსთა მიერ საზოგადოების ფართო წრეებთან თანამშრობლობით და ქვეყნის რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *