(primetimenews.ge) თემურ შაშიაშვილი – იპოთეკარებთან დაკავშირებით პარლამენტის გადაწყვეტილება ქვეყნისთვის დამანგრეველია

მოძრაობა “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილის განცხადებით, იპოთეკარებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონპროექტი ქვეყნისთვის დამანგრეველია.
როგორც შაშიაშვილმა “პრაიმტაიმის” პრესკლუბში იპოთერკარებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კანონპროექტი რომელიც პარლამენტმა მიიღო საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
“არჩევნების პერიოდი ყოველთვის ხდება აგრესიული დემაგოგიის მძიმე პერიოდი. აგრესიული სოციალური დემაგოგია კიდევ უფრო მეტად გაამწვავეს სიტუაციას. პოლიტიკოსთა უმეტესობა დემაგოგად იქცა. ვწუხვარ რომ ივანიშვილი და მმართველი პარტია არ ფიქრობენ ქვეყანაში პოლიტიკურად კონკურენტული გარემოს შექმნაზე. ოპოთეკარებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონპროექტი პოპულისტურია და ქვეყნის დამღუპველი. კანონპროექტი მეანაბრეების სიტუაციას ამძიმებს, ექვსი თვის შემდეგ რადიკალური მოქმედებები დაიწყება. ექვს თვეში ეს ხალხი ვერ მოხსნის ამ პრობლემას. გარდა ამისა კანონპროექტი ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და დამანგრეველია საბაზრო ეკონომიკისათვის”, – აცხადებს შაშიაშვილი და დასძენს, რომ კანონპროექტი მხოლოდ “ნაცმოძრაობისა” და “ქართული ოცნების” ინტერესშია.



