(reportiori.ge) თემურ შაშიაშვილი: ქვეყანა თავზე გვენგრევა, ანტიქართული პოლიტიკური პროცესი უნდა შეჩერდეს!

პარტია „თეთრების” თავმჯდომარე, თემურ შაშიაშვილი პოლიტიკური რეფორმის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს.
„ქვეყანას 20 წელზე მეტია პოლიტიკოსთა არაპროფესიონალიზმი, პოპულიზმი დააგრესიული სოციალური დემაგოგია ანგრევს.
პოლიტიკოსები ასეთი პოლიტიკით ხალხს ატყუებენ, სიამოვნებით ეთანხმებიან მართვას ქვეყნის გარედან. 200 წლიანი კრემლისადმი მორჩილება, 21-ე საუკუნეში თეთრი სახლისადმი მორჩილებითიცვლება. ტრაგედიაა, როგორი აღტაცებით და კმაყოფილებით საუბრობენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, ქვეყნის საშინაო საქმეებში ამერიკის ჩარევის თხოვნით მისული პოლიტიკოსები, მასთან შეხვედრის შემდგომ. საქართველოს არ აქვს მომავალი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან დიდი ურთიერთობების, რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების გარეშე, მაგრამ ეს არნიშნავს უარი ვთქვათ ჩვენს დამოუკიდებლობაზე, მორჩილებაში ვიყოთ თეთრ სახლთან, ანკრემლთან. ფაქტია, რომ 20 წელზე მეტია ქვეყნის ხელისუფლებაში ჭარბობენ არაქართულიცნობიერების და ყოველგვარი უცხოურის გაფეტიშების მომხრე პოლიტიკოსები. ამის შედეგია პოლიტიკაში გამეფებული მონური ფსიქოლოგია. დღეს ცხადზე უცხადესია, რომ სერიოზული პოლიტიკური რეფორმის გარეშე ქვეყანას მომავალი არ აქვს. პოლიტიკური რეფორმა უნდა დავიწყოთორი უპირველესი რამით: პირველი – პარტიების შეფასების კრიტერიუმების შემუშავება და მხოლოდამის შესაბამისი დაფინანსების სისტემის შექმნა; მეორე – პოლიტიკოსად აღიარების ნათელი სისტემის შექმნა და დამკვიდრება. ერთიც და მეორეც უნდა მოხდეს მეცნიერთა, პროფესიონალ ექსპერტთა და პროფესიონალ პოლიტიკოსთა მიერ საზოგადოების ფართო წრეებთან თანამშრობლობით და ქვეყნის რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ქვეყანა თავზეგვენგრევა, ეს არის პარტიების და პოლიტიკოსების მოღვაწეობის შედეგი. ეს ანტიქართულიპოლიტიკური პროცესი უნდა შეჩერდეს“-აღნიშნულია თემურ შაშიაშვილის განცხადებაში.




