(tumer.ge)”200 წლიანი კრემლისადმი მორჩილება თეთრი სახლისადმი მორჩილებით იცვლება”

ქვეყანას  20 წელზე მეტია პოლიტიკოსთა არაპროფესიონალიზმი, პოპულიზმი და აგრესიული სოციალური დემაგოგია ანგრევს.  ამის შესახებ განცხადება “თეთრების” ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა გააკეთა.

“სამწუხაროა, რომ 200 წლიანი კრემლისადმი მორჩილება, 21-ე საუკუნეში თეთრი სახლისადმი მორჩილებით იცვლება. “საქართველოს არ აქვს მომავალი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან დიდი ურთიერთობების, რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების გარეშე, მაგრამ ეს არ ნიშნავს უარი ვთქვათ ჩვენს დამოუკიდებლობაზე, მორჩილებაში ვიყოთ თეთრ სახლთან, ან კრემლთან”,- აცხადებს შაშიაშვილი.

“თეთრების” ლიდერმა უარყოფითად შეაფასა ქართველ პოლიტიკოსთა შორის მიღებული პრაქტიკა, “საკუთარი პრობლემების აშშ-ის ელჩთან განხილვისა და  მისთვის საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის თხოვნა”.

“20 წელზე მეტია ქვეყნის ხელისუფლებაში ჭარბობენ არაქართული ცნობიერების და ყოველგვარი უცხოურის გაფეტიშების მომხრე პოლიტიკოსები. ამის შედეგია პოლიტიკაში გამეფებული მონური ფსიქოლოგია”,- აცხადებს “თეთრების” ლიდერი.

 

Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *