(ახალი თაობა) ბანკები და მოსახლეობა ერთმანეთს სააკაშვილმა გადაკიდა

11000თემურ შაშიაშვილი საბანკო სექტორსა და მეანაბრეებს შორის არსებულ პრობლემაზე საუბრობს. პარტაია თეთრების პოზიცია კანონპროექტზე მეანაბრეებთან დაკავშირებით ცნობილია.

პარტია “თეთრების” ლიდერი პოპულისტურს და უშედეგოს უწოდებს პარლამენტში მეანაბრეებთან დაკავშირებით პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს, აღნიშნულთან დაკავშირეით თემურ შაშიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია.

“არ ვიცი ვისთვისაა მისაღები  ის, რაც ამ კანონპროექტში წერია:იპოთეკარების პრობლემას არათუ წყვეტს, არამედ ამძიმებს, რადგან ექვსი თვის განმავლობაში ამ პრობლემებს 90%-ზე მეტი ვერ მოხსნის, და 6 თვის შემდგომ, მათ მიმართ მოქმედება გაცილებით რადიკალური გახდება,” – აღნიშნავს შაშიაშვილი.

თემურ შაშიაშვილი კანონპროექტზემ, მის პლუსებსა და მინუსებზე საუბრობს.

ეს კანონპროექტი საზიანია სახელმწიფოსთვის,რომელიც საბაზრო ეკონომიკისპრინციპებს ქადაგებს. ეს კანონპროექტი დამანგრეველია საბანკო სისტემისათვის – უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებს ბანკებთან დაკავშირებულ ყველა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს. მოშლის მთელ საბანკო სისტემას,. არ გამოვრიცხავ 90-იანი წლების ქაოტურის ისტემის შექმნასაც. თუმცა, კარგიც არის, მაგრამ მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების ორი კანდიდატისათვის: „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალების“ კანდიდატებისათვის – მხოლოდ ეს ორი პარტიაა პარლამენტში წარმოდგენილი და არჩევნების წინ ამ კანონის პოპულისტური გამოყენებით შეეცდებიან წინასაარჩევნოდ ამომრჩევილის გულის მოგებას, რაც პრაქტიკულად მოსყიდვის ტოლფასი იქნება.“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

“თეთრების” პოზიცია ნათელია, და იგი ჩამოყალიბებულია “ღირსების ულტიმატუმში” ,რომელიც 2009 წლის 23 ნოემბერს წარედგინა მიხეილ სააკაშვილს.

“ჩვენ ვთვლიდით და ვთვლით, რომ უნდა გაანალიზდეს ბანკებსა და მოსახლეობას შორის წარმოქმნილი პრობლემები და მოხდეს მათი დარეგულირება გერმანიის, საფრანგეთის და ევროპის სხვა დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით. სადაც მთავარი პასუხისმგებლობა სახელმწიფომ აიღო და ამით შეინარჩუნა სტაბილობაც, საბანკო სისტემაც და პრაქტიკულად გადაჭრა მეანაბრეთა პრობლემები.” – აცხადებს “თეთრების ” ლიდერი

თემურ შაშიაშვილი საბანკო სექტორსა და მოქალაქეებს შორის შექმნილ მდგომარეობაში მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.

ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას ბანკებსა და მოსახლეობას შორის შექმნილ დაძაბულობაზე ვაკისრებთ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“, რომლებმაც გააგრძელეს „მოქკავშირ“ „აღორძინების“ დამანგრეველი კურსი და შექმნეს ისეთი საბანკო სისტემა, როცა დანგრეული და განადგურებული ეკონომიკის, ჯართად ქცეული სამუშაო ადგილების, სხვა ქვეყნის პროდუქციის ბაზრად ქცეულ, მოტყუებული და დეპრესიაში ჩავარდნილი მეანაბრეების ქვეყანაში გვყავს მილიონერი ბანკირები და ამ უკანასკნელთა მიერ პოლიტიკურად გამაგრებული „ნაციონალური“ პოლიტიკური ძალა და პრეზიდენტი.” – აცხადებს შაშიაშვილი.

“თეთღების” ლიდერ გამოსავალს დღევანდელ ხელისუფლებას თხოვს და მიიჩნევს, რომ მეანაბრეთა პრობლემა ცივილიზებურად უნდა გადაიჭრას.

“ეს მწარე სიმართლეა.  გამოსავალი უნდა მოიძებნოს. დღევანდელი ხელისუფლებისაგან მოვითხოვთ ამ პრობლემის ევროპული გამოცდილებით გადაჭრას ყოველგვარი პოპულიზმისა და ნაჯახის პოლიტიკის გარეშე. ჩვენ მოვითხოვთ არა მარტო მეანაბრეების პრობლემის გადაწყვეტას, არამედ, როგორც ეს თავის დროზე მივმართეთ ბატონ სააკაშვილს და დაახლოებით ერთი თვის წინ ახალ მთავრობას,  „ გაანალიზდეს საბანკო სესხების არსებული საკრედიტო განაკვეთები, ზრდის რეალური ფაქტორები და მხოლოდ ასე გადაწყდეს იაფი კრედიტის პრობლემა.“ , აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

შაშიაშვილი აქვე საუბრობს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე, სადაც გამარჯვებულიბანკი პენსიონერებზ ეგაცემულ კრედიტში 40-45% იტოვებს.

“ტრაგედიაა, როცა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ბანკი პენსიონერებზე გაცემულ წლიურ კრედიტში გარანტირებული საპენსიო თანხის პირობებში მიცემულ წლიურ კრედიტის 40-45%  იტოვებს”, – აღნიშნა შაშიაშვილმა.

“თეთრების” ლიდერი მზადაა სახელმწიფოს ნებისმიერ რგოლთან, თუ არასამთავრობო სექტორტან იტანამშრომლოს, რათა მაქსიმალურად ცივილიზებულად გადაწყდეს აღნიშნული პრობლემა.

“ჩვენ მზად ვართ, კონსულტაციებისათვის ყველა დაინტერესებულ სახელისუფლებო რგოლთან პარტიასთან, არასამთავრობო სექტორთან მეანაბრეთა კომიტეტებთან, თუ უშუალოდ მეანაბრეებთან. რომ ეს პრობლემა გადაწყდეს სახელმწიფოებრივად  და არა პოპულისტურად და ნაჯახის პოლიტიკით.“, განაცხადა შაშიაშვილმა

ნათია ხურცილავა

Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *