„ჯორჯიან მანგანეზმა“ თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით დაითხოვა

დღეს „თეთრების“ პრესსამსახურმა მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამსახურიდან გაანთავისუფლეს „ჯორჯიან მანგანეზის“ ათამდე თანამშრომელი, რომლებიც არიან ზესტაფონის გადარჩენის კომიტეტის წევრები, რაც სავარაუდოდ მათ აქტიურობასთან და 13 აგვისტოს, ზესტაფონში დაგეგმილ „ზესტაფონის გადარჩენის“ აქციასთანაა დაკავშირებული. თანამშრომელთა დათხოვნის ოფიციალურ მიზეზად დასახელდა საწარმოში მიმდინარე რეორგანიზაცია
აღმშფოტებელია, რომ „ჯორჯიან მაგანეზი“, რომელიც საქართველოში შემოსულია როგრც ინვესტორი, და რომელიც ვალდებულია დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა, პირიქით ახორციელებს პოლიტიკური მიზეზით არასასურველი თანამშრომლების სამსახურიდან განთავისუფლებას. აღნიშნულთან დაკავშირებით „თეთრების“ ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა მკვეთრი შეფასება გააკეთა:
„მოდის დრო, როცა სერიოზულად უნდა იქნას შესწავლილი ზესტაფონის „ფეროსთან“ დაკავშირებული ბანდიტური ჯგუფების საქმიანობა და დასრულდეს მათი თარეში ამ უნიკალურ ქალაქში. სირცხვილია, როცა ხელისუფლება და ჩვენ ყველანი ვეგუებით იმას, თუ როგორ ყვლეფენ ხალხს და ქვეყანას ხელისუფლების მაღალი ეშელონების მხარდაჭერით გათავხედებულნი. ზესტაფონი, სადაც ხალხი გამორჩეულად კარგად უნდა ცხოვრობდეს, პირდაპირ ვთქვათ, ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია და ეს არის ხელისუფალთა მხარდაჭერით გათავხედებულთა მოქმედების შედეგი“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა
„თეთრების“ პრეს-ცენტრი
07.08.2013წ



