(newspress.ge) თემურ შაშიაშვილი – პლასტელინის კაცს პრეზიდენტად ვერ ავირჩევ

,,ბიძინა ივანიშვილის ხათრით პლასტელინის კაცს პრეზიდენტად ვერ ავირჩევ’’ – ეს განცხადება პოლიტიკური მოძრაობა ,,თეთრების’’ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა, გაზეთ ,,ახალი თაობისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.,,დღეს არსებული სიტუაციის მიხედვით ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტად მარგველაშვილს არ აირჩევს. თუ აირჩევენ, ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხათრით მოხდება. ყველა დეპუტატი ივანიშვილის ხათრითაა არჩეული და ახლა პრეზიდენტიც მისი ხათრით ავირჩიოთ? მონები ხომ არ ვართ? ივანიშვილს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ გამორიცხულია პრეზიდენტად ხმა იმ კაცს მივცე, ვინც თავის თავს პლასტელინი უწოდა’’- განაცხადა შაშიაშვილმა.
Facebook Comments



