(Geonews.ge) ჯორჯიან მანგანეზმა“ თანამშრომელთა პოლიტიკური ნიშნით დათხოვნა დაიწყო – თემურ შაშიაშვილი

„თეთრების“ პრესსამსახურის განცხადებით, „ჯორჯიან მანგანეზის“ ათამდე თანამშრომელი, რომლებიც ზესტაფონის გადარჩენის კომიტეტის წევრები არიან, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნას მათ აქტიურობას და 13 აგვისტოს, ზესტაფონში დაგეგმილ „ზესტაფონის გადარჩენის“ აქციებს უკავშირებს.
„მოდის დრო, როცა სერიოზულად უნდა იქნას შესწავლილი ზესტაფონის „ფეროსთან“ დაკავშირებული ბანდიტური ჯგუფების საქმიანობა და დასრულდეს მათი თარეში ამ უნიკალურ ქალაქში. სირცხვილია, როცა ხელისუფლება და ჩვენ ყველანი ვეგუებით იმას, თუ როგორ ყვლეფენ ხალხს და ქვეყანას ხელისუფლების მაღალი ეშელონების მხარდაჭერით გათავხედებულნი. ზესტაფონი, სადაც ხალხი გამორჩეულად კარგად უნდა ცხოვრობდეს, პირდაპირ ვთქვათ, ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია და ეს არის ხელისუფალთა მხარდაჭერით გათავხედებულთა მოქმედების შედეგი“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა



