(newposts.ge)თემურ შაშიაშვილი: “ჯორჯიან მანგანეზმა” დაიწყო თანამშრომელთა პოლიტიკური ნიშნით დათხოვნა

 

medaiinfo

როგორც “ნიუპოსტს” “თეთრების” პრესსამსახურმა აცნობა, მათ მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამსახურიდან გაანთავისუფლეს “ჯორჯიან მანგანეზის” ათამდე თანამშრომელი, რომლებიც არიან ზესტაფონის გადარჩენის კომიტეტის წევრები.

რაც სავარაუდოდ მათ აქტიურობასთან და 13 აგვისტოს, ზესტაფონში დაგეგმილ “ზესტაფონის გადარჩენის” აქციასთანაა დაკავშირებული. ოფიციალურ მიზეზად დასახელდა საწარმოში მიმდინარე რეორგანიზაცია.

აღსანიშნავია, რომ “ჯორჯიან მაგანეზი”, რომელიც საქართველოში შემოსულია როგორც ინვესტორი, და რომელიც ვალდებულია დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა, პირიქით ახორციელებს პოლიტიკური მიზეზით არასასურველი თანამშრომლების სამსახურიდან განთავისუფლებას. აღმაშფოთებელია, როცა სწორედ უცხოელი ინვესტორი მოქმედებს ასე თავხედურად.

აღნიშნულთან დაკავშირებით “თეთრების” ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა მკვეთრი შეფასება გააკეთა:

“მოდის დრო, როცა სერიოზულად უნდა იქნას შესწავლილი ზესტაფონის “ფეროსთან” დაკავშირებული ბანდიტური ჯგუფების საქმიანობა და დასრულდეს მათი თარეში ამ უნიკალურ ქალაქში. სირცხვილია, როცა ხელისუფლება და ჩვენ ყველანი ვეგუებით იმას, თუ როგორ ყვლეფენ ხალხს და ქვეყანას ხელისუფლების მაღალი ეშელონების მხარდაჭერით გათავხედებულნი. ზესტაფონი, სადაც ხალხი გამორჩეულად კარგად უნდა ცხოვრობდეს, პირდაპირ ვთქვათ, ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია და ეს არის ხელისუფალთა მხარდაჭერით გათავხედებულთა მოქმედების შედეგი”, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *