თემურ შაშიაშვილი: „მოვედით, რათა თავი დავხაროთ და მუხლი მოვიდრიკოთ ჩვენი გმირების ვაჟკაცობის წინაშე…“

 

brifin „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა ზურაბ ხასიამ „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალზე პატივი მიაგეს  დაღუპული სამხედროების  ხსოვნას და ყვავილებოთ შეამკეს  მათი საფლავები.

„ეს მხოლოდ ცხინვალის კი არა, სრულიად საქართველოს ტრაგედია უფროა, ომი არ უნდოდათ არც ქართველ ხალხს, არც აფხაზებს, არც ოსებს.  ეს ომი ყველამ წავაგეთ – ქართველებმაც, აფხაზებმაც და ოსებმაც… ომით მხოლოდ პოლიტიკოსებმა მოიგეს – ძალაუფლებაზე შეყვარებულებმა ჩვენი და ჩვენი ძმების სისხლით შეინარჩუნეს ჩვენზე ბატონობა.-  განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა , – ჩვენ აქ მოვედით, უზნეო პოლიტიკოსთა მიერ თავსმოხვეულ ომში დაღუპულთა საფლავებთან, რათა  თავი დავხაროთ და მუხლი მოვიდრიკოთ მათი ვაჟკაცობის წინაშე… შენდობა ვთხოვოთ უფალს. ერთმანეთს და დაღუპულთა სულებს… ჩვენ დღეს პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს წარსულს და წინაპრებს, ვიფიქროთ საკუთარი ერის და ჩვენი შვილების მომავალზე, ერთიან, ძლიერ სახელმწიფოზე და მშვიდობიან კავკასიაზე,.

ურთიერთშენდობა, ურთიერთპატიება გაგვაერთიანებს,  სიმდაბლე აგვამაღლებს…

 

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

08.08.2013წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *