(პირველი რადიო)აღმაშენებლი თბილისს მობრძანდება“ – ხეივნიდან ისევ „რესპუბლიკაზე“

davitoდაბრუნდება თუ არა აღმაშენებლის ძეგლი ძველ ადგილას? დედაქალაქის საკრებულოში არსებული სიმბოლიკებისა და ქუჩების სახელდების კომისიის თავმჯდომარე ნათელა მაჭავარიანი აცხადებს, რომ ამის წინააღმდეგი არ არის. „პირველ რადიოსთან“ საუბრისას ნათელა მაჭავარიანი განმარტავს, რომ იზიარებს თემურ შაშიაშვილის აზრს, აღმაშენებლის ძეგლის ძველ ადგილას გადატანასთან დაკავშირებით, თუმცა ამას სჭირდება შესაბამისი პროცედურა.

„ეს მარტო ამ კომისიის გადასაწყვეტი არ არის. ამას უნდა მერიასთან შეთანხმება, არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმება. აპარატის თანამშრომლებთან განვიხილავთ თუ რა ფორმით შეიძლება ამის გაკეთება. მე თანახმა ვარ, რომ აღმაშენებლის ძეგლი იყოს თავის ძველ ადგილზე ისევ. ამას ყველაფერს უნდა დალაგებით გარკვევა. ამასთან აუცილებელია, რომ შემოვიდეს განაცხადიც ამ საკითხზე“,-განაცხადა ნათელა მაჭავარიანმა „პირველ რადიოსთან“.

– See more at: http://pirveliradio.ge/index.php?newsid=8112#sthash.vA9z5XLJ.dpuf

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *