აღმაშენებლის ძეგლის ,,ვარდების რევოლუციის” მოედანზე დაბრუნებას ითხოვენ

12933278_9375

“საქართველოს ხალხთა ასამბლეა”  დავით აღმაშენებლის ძეგლის ,,ვარდების რევოლუციის” მოედანზე დაბრუნების ითხოვს.

რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულომ ,,ვარდების რევოლუციის” მოედნისათვის სახელის შეცვლის საკითხი დააყენა.  ,,საქართველოს ხალხთა ასამბლეა” აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და მოედნისათვის  დავით აღმაშენებლის სახელის დარქმევა მოითხოვა, “საქართველოს ხალხთა ასამბლეა”  ასევე  ითხოვს   დავით აღმაშენებლის ძეგლის აღნიშნულ მოედანზე დაბრუნებას.

,,ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ უდიდესი მოღვაწე, დიდი ქართველი, მსოფლიოში აღიარებული  მოქანდაკე ბატონი მერაბ ბერძენიშვილი ასამბლეის მეგობარია და მიგვაჩნია, რომ ბერძენიშვილის ეს ქმნილება თბილისის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე უნდა დაბრუნდეს და აღნიშნულ მოედანს დავით აღმაშენებლის სახელი ეწოდოს,” –  განაცხადა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ფერდინანდ ლორთქიფანიძემ.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *