(ფრონტნიუსი) საქართველოს ხალხთა ასამბლეა დიდგორობას სპეციალური განცხადებით აღნიშნავს

 საქართველოს ხალხთა ასამბლეის ხელმძღვანელები სასტუმრო ,,ბლუ ივერიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, იმ ადგილას, სადაც დავით აღმაშენებლის ძეგლი იდგა, დღეს საგანგებო განცხადებას გაავრცელებენ.განცხადების შემდეგ კი, ასამბლეის წევრები ჩოხოსნებთან ერთად დიდგორში გაემგზავრებიან.შეგახსენებთ, რომ 1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჯუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ დიდგორის ველზე ბრძოლა გაიმართა, რომელიც ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.ამ ბრძოლას უდიდესი პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობა ქონდა: ერთი მხრივ, მძლავრი კოალიცია დაირღვა, მისი ლაშქარი კი, პირწმინდად განადგურდა. მეორე მხრივ თანამედროვეებს საქართველო წარუდგა, როგორც რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ხალხთა ასამბლეა ამჟამიდნელი ,,ვარდების რევოლუციის“ მოედნის დავით აღმაშენებლის მოედნად გადარქმევისა და ამ ტერიტორიაზე დავით აღმაშენებლის ძეგლის გადმოტანის ინიციატივით გამოვიდა.

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *