(*ინფო9)„ვარდების მოედნის“ „დავით აღმაშენებლის მოედნად“ გადარქმევისა და ძეგლის დაბრუნების მომხრეები საგანგებო განცხადებას გააკეთებენ

საქართველოს ხალხთა ასამბლეის წარმომადგენლები დღეს სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, იმ ადგილას, სადაც დავით აღმაშენებლის ძეგლი იდგა, საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. მოგვიანებით, ასამბლეის წევრები ჩოხოსნებთან ერთად დიდგორში გაემგზავრებიან.
შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტო დიდგორის ბრძოლისას ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვების დღეა.
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ხალხთა ასამბლეამ ამჟამიდნელი ,,ვარდების რევოლუციის“ მოედნის დავით აღმაშენებლის მოედნად გადარქმევისა და ამ ტერიტორიაზე დავით აღმაშენებლის ძეგლის გადმოტანის ინიციატივით გამოვიდა.




