(მედიანიუსი) ზესტაფონი იწყებს დიდ მოძრაობას საქართველოსთვის _ სახალხო კრება

ხვალ, 13 საათზე, ზესტაფონის თეატრსა და თეატრალურ მოედანზე „სახალხო კრების“ მხარდაჭერითა და მონაწილეობით გაიმართება ზესტაფონის გადარჩენის აქცია.
დოკუმენტი, სახელწოდებით „მოწვევა ზესტაფონისთვის“, დაეგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, ყველა დეპუტატს. მასშინათქვამია: „ზესტაფონი იწყებს დიდ მოძრაობას საქართველოსათვის. ეს იქნება სამამულო ბრძოლა ბიზნესში მოპარპაშე მეჯღანუაშვილების და პოლიტიკაში გადავარდნილი ყვარყვარეების ეპოქის დასრულებისათვის.“
აქციას დღეს სპეციალური პრესკონფერენცია მიუძღვნა სახალხო კრებამ.
„სახალხო კრება“ მხარს უჭერს და მიესალმება ამ ღონისძიებას და მოვუწოდებთ ყველას, საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, შეუერთდნენ მას, – განაცხადა „სახალხო კრების“ თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა.
„სულიდან ხორცამდე შემძვრელი ამბები, რაც დღეს ზესტაფონში ხდება, არა მხოლოდ ზესტაფონის, მთელი ერის საქმეა და სანამ ბაცილა მთელს სივრცეს მოედებოდეს, ერმა ის უნდა აღკვეთოს!’ – განაცხადა სახალხო კრების ერთ-ერთმა ლიდერმა რეზო ესაძემ.
„დღეს საუბარია ქვეყნის ეკონომიკურ ხერხემალზე: ზესტაფონი – ჭიათურა -ტყიბული, რომელიც არის უზნეო ფულიანთა ხელში… ჩვენ გვსურს ეკონომიკა გამოვგლიჯოთ ხელიდან ნომენკლატურულ-პარტიულ ელიტას, ანუ დანიშნულ ბიზნესმენებს, რომლებიც ფაქტიურად აკონტროლებენ დღეს საქართველოს ეკონომიკის 90% -ს. სწორედ ამის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას ზესტაფონი. დავუდგეთ გვერდით ზესტაფონელებს. ნუ შეგვეშინდება იქ მისვლის. ისინი დიდ სიტყვას იტყვიან სრულიად საქართველოსთვის!“- განაცხადა „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, პარტია „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა.



