(sazogadoeba.ge )ზესტაფონი იწყებს დიდ მოძრაობას საქართველოსთვის” წყარო

577721_10201170517968638_2135000864_n “ზესტაფონი იწყებს დიდ მოძრაობას საქართველოსთვის”    13 აგვისტოს, 13 საათზე, ზესტაფონის თეატრსა და თეატრალურ მოედანზე „სახალხო კრების“ მხარდაჭერითა და მონაწილეობით გაიმართება ზესტაფონის გადარჩენის აქცია

.  „ზესტაფონი იწყებს დიდ მოძრაობას საქართველოსათვის. ეს იქნება სამამულო ბრძოლა ბიზნესში მოპარპაშე მეჯღანუაშვილების და პოლიტიკაში გადავარდნილი ყვარყვარეების ეპოქის დასრულებისათვის”, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც გაეგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, ყველა დეპუტატს.

აქციას სპეციალური პრესკონფერენცია მიუძღვნა “სახალხო კრებამ”.  „სახალხო კრება“ მხარს უჭერს და მიესალმება ამ ღონისძიებას და მოვუწოდებთ ყველას, საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, შეუერთდნენ მას, – განაცხადა „სახალხო კრების“ თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა.  „სულიდან ხორცამდე შემძვრელი ამბები, რაც დღეს ზესტაფონში ხდება, არა მხოლოდ ზესტაფონის, მთელი ერის საქმეა და სანამ ბაცილა მთელს სივრცეს მოედებოდეს, ერმა ის უნდა აღკვეთოს!’ – განაცხადა სახალხო კრების ერთ-ერთმა ლიდერმა რეზო ესაძემ.  „დღეს საუბარია ქვეყნის ეკონომიკურ ხერხემალზე: ზესტაფონი – ჭიათურა – ტყიბული, რომელიც არის უზნეო ფულიანთა ხელში… ჩვენ გვსურს ეკონომიკა გამოვგლიჯოთ ხელიდან ნომენკლატურულ-პარტიულ ელიტას, ანუ დანიშნულ ბიზნესმენებს, რომლებიც ფაქტიურად აკონტროლებენ დღეს საქართველოს ეკონომიკის 90% -ს. სწორედ ამის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას ზესტაფონი. დავუდგეთ გვერდით ზესტაფონელებს. ნუ შეგვეშინდება იქ მისვლის. ისინი დიდ სიტყვას იტყვიან სრულიად საქართველოსთვის!“ – განაცხადა „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, პარტია „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *