(ჯეონიუსი)ზესტაფონი იწყებს დიდ მოძრაობას საქართველოსთვის

ზესტაფონი იწყებს დიდ მოძრაობას საქართველოსთვის

ორშაბათი, 12 აგვ 2013 19:01

13 აგვისტოს, 13 საათზე, ზესტაფონის თეატრსა და თეატრალურ მოედანზე „სახალხო კრების“ მხარდაჭერითა და მონაწილეობით გაიმართება ზესტაფონის გადარჩენის აქცია.

 

„მოწვევა ზესტაფონისათვის“ დოკუმენტში ამ სახელწოდებით, რომელიც დაეგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, ყველა დეპუტატს, ნათქვამია:

„ზესტაფონი იწყებს დიდ მოძრაობას საქართველოსათვის. ეს იქნება სამამულო ბრძოლა ბიზნესში მოპარპაშე მეჯღანუაშვილების და პოლიტიკაში გადავარდნილი ყვარყვარეების ეპოქის დასრულებისათვის.“

აქციას სპეციალური პრესკონფერენცია მიუძღვნა სახალხო კრებამ.

„სახალხო კრება“ მხარს უჭერს და მიესალმება ამ ღონისძიებას და მოვუწოდებთ ყველას, საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, შეუერთდნენ მას, – განაცხადა „სახალხო კრების“ თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა.

„სულიდან ხორცამდე შემძვრელი ამბები, რაც დღეს ზესტაფონში ხდება, არა მხოლოდ ზესტაფონის, მთელი ერის საქმეა და სანამ ბაცილა მთელს სივრცეს მოედებოდეს, ერმა ის უნდა აღკვეთოს!’ – განაცხადა სახალხო კრების ერთ-ერთმა ლიდერმა რეზო ესაძემ

„დღეს საუბარია ქვეყნის ეკონომიკურ ხერხემალზე: ზესტაფონი – ჭიათურა -ტყიბული,რომელიც არის უზნეო ფულიანთა ხელში… ჩვენ გვსურს ეკონომიკა გამოვგლიჯოთ ხელიდან ნომენკლატურულ-პარტიულ ელიტას, ანუ დანიშნულ ბიზნესმენებს, რომლებიც ფაქტიურად აკონტროლებენ დღეს საქართველოს ეკონომიკის 90% -ს. სწორედ ამის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას ზესტაფონი. დავუდგეთ გვერდით ზესტაფონელებს. ნუ შეგვეშინდება იქ მისვლის. ისინი დიდ სიტყვას იტყვიან სრულიად საქართველოსთვის!“- განაცხადა „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, პარტია „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *