თემურ შაშიაშვილი: ზესტაფონლები არღვევენ სიწყნარეს

13 აგვისტოს ზესრაფონში გაიმართა მასშტაბური სახალხო შეკრება “ზესტაფონის გადარჩენის” კომიტეტის ორგანიზებით და სახალხო კრების მხარდაჭერით. რომელსაც წარმოადგენდა კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრები: “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი, გია ბურჯანაძე და პროფესორი ჯანო ჯანელიძე.
აქციის შემდეგ “თეთრებმა” ლიდერმა კომენტარი გააკეთა:
ბევრ რამეზე გვჭირდება დაფიქრება: შეკრებაზე 20 ქალაქის დელეგაცია იყო ჩამოსული,საშინელებები ითქვა. “ნაცების” აღვირახსნილობას საზღვარი არ აქვს, მათი საბოტაჟი და აგრესიული თავხედობა გაცილებით უკეთ ჩანს რეგიონებში, ქვეყანა თვალსა და ხელსშუა გვეცლება – წყნარადაა პრემიერი, წყნარად ვართ ხალხიც…. ეს კატასტროფაა … ზესტაფონლები არღვევენ ამ სიწყნარეს. მხარდაჭერაა საჭირო. გადარჩენა ეროვნული განწყობის მოძრაობაში, ქვეყნის ხელისუფლებიდან სექტანტების, თავისუფლების ინსტიტუტის, სოროსელების გაშვებაშია.
ვიფიქროთ ქვეყნის, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალზე… ნუ შევწირავთ ხალხს და მომავალს უზნეო პოლიტიკოსებს…გონების თვალით გავაანალიზოთ და დავრწმუნდებით, რომ ქვეყანას 20 წელზე მეტია პოლიტიკოსთა არაპროფესიონალიზმი, პოპულიზმი და აგრესიული სოციალური დემაგოგია ანგრევს.”



