(geonews.ge) ზესტაფონის ადგილობრივი მაფია მაღალი ხელისუფლების ეშელონების წარმომადგენელთა მხარდაჭერით სარგებლობს

„ზესტაფონის გადარჩენის კომიტეტის“ წარმომადგენელთა განცხადებით, ზესტაფონის ადგილობრივი მაფია მაღალი ხელისუფლების ეშელონების წარმომადგენელთა მხარდაჭერით სარგებლობს. ეს განცხადება კომიტეტის წევრებმა ზესტაფონის გადარჩენის აქციაზე გააკეთეს.

კომიტეტის წევრები პრემიერთან შეხვედრას გეგმავენ, სადაც ბიძინა ივანიშვილს პირადად დაუსახელებენ როგორც მისი ხელისუფლების, ისე სანათესაოს იმ წევრებს, რომლებიც მჭიდრო კავშირშია ზესტაფონის მაფიასთან. თუ ვერ შეხვდებიან პრემიერ-მინისტრს, პირობას იძლევიან, რომ ამ პირთა ვინაობას გაასაჯაროებენ.

კომიტეტმა ზესტაფონის თეატრში „სახალხო კრების“ მხარდაჭერით ზესტაფონის პრობლემებზე აქცია გამართა, სადაც პრემიერი, მინისტრები და პარლამენტის წევრები დაპატიჟეს, თუმცა აქციამ მათი მონაწილეობის გარეშე ჩაიარა

Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *