(geoiews.ge) ზესტაფონელები სახალხო-საჯარო შეკრებების მოწყობის ინიციატივით გამოდიან

„ზესტაფონის გადარჩენისთვის“ გამართულ აქციაზე, ზესტაფონელები საქართველოს მასშტაბით, სახალხო–საჯარო შეკრებების გამართვის ინიციატივით გამოვიდნენ. „ზესტაფონის გადარჩენისთვის“ გამართულ აქციაზე, რომელიც „ზესტაფონის გადარჩენის კომიტეტის“ ორგანიზებით და „სახალხო კრების“ მხარდაჭერით გაიმართა, „ქართული ოცნებას“ მიმართეს, 1 ოქტომბერს, არჩევნების წლისთავზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა ქალაქსა და რაიონში მოეწყოს სახალხო – საჯარო შეკრებები, სადაც კოალიცია „ქართული ოცნების” წარმომადგენლები (დეპუტატები, გამგებლები) მოსახლეობას საჯაროდ ჩააბარებენ ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების შესახებ.
თავის მხრივ, „სახალხო კრება“ მზადყოფნს გამოთქვამს, აღნიშნულ შეხვედრებზე იყოს თანამომხსენებელი.
“თეთრების” ლიდერმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები, მიუხედავად მიწვევისა, შეკრებას არ დასწრებიან.
„ბევრ რამეზე გვჭირდება დაფიქრება: “ნაცების” აღვირახსნილობას საზღვარი არ აქვს, მათი საბოტაჟი და აგრესიული თავხედობა გაცილებით უკეთ ჩანს რეგიონებში, ქვეყანა თვალსა და ხელსშუა გვეცლება – წყნარადაა პრემიერი, წყნარად ვართ ხალხიც…. ეს კატასტროფაა … ზესტაფონელები არღვევენ ამ სიწყნარეს. მხარდაჭერაა საჭირო. გადარჩენა ეროვნული განწყობის მოძრაობაშია“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.
„სახალხო კრებას“ წარმოადგენდნენ აღმასრულებელი საბჭოს წევრები პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი, გია ბურჯანაძე და პროფესორი ჯანო ჯანელიძე, რომლებიც მხარს უჭერენ ზესტაფონელებს.



