(news.ge)”ზესტაფონში მაფიას ივანიშვილის გარემოცვა მფარველობს”

„ზესტაფონის გადარჩენის კომიტეტის“ წარმომადგენელთა განცხადებით, ზესტაფონის ადგილობრივი მაფია მაღალი ხელისუფლების ეშელონების წარმომადგენელთა მხარდაჭერით სარგებლობს. ეს განცხადება კომიტეტის წევრებმა ზესტაფონის გადარჩენის აქციაზე გააკეთეს.
კომიტეტის წევრები პრემიერთან შეხვედრას გეგმავენ, სადაც ბიძინა ივანიშვილს პირადად დაუსახელებენ როგორც მისი ხელისუფლების, ისე სანათესაოს იმ წევრებს, რომლებიც მჭიდრო კავშირშია ზესტაფონის მაფიასთან.
„თუ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა არ შედგა, კომიტეტის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ ამ პირთა ვინაობას გაასაჯაროებენ,“ – აცხადებენ „ზესტაფონის გადარჩენის კომიტეტში“.
კომიტეტმა 13 აგვისტოს ზესტაფონის თეატრში „სახალხო კრების“ მხარდაჭერით ზესტაფონის პრობლემებზე აქცია გამართა, სადაც პრემიერი, მინისტრები და პარლამენტის წევრები დაპატიჟეს, თუმცა აქციამ მათი მონაწილეობის გარეშე ჩაიარა.



