(sazogadoeba.ge ) ზესტაფონში აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნებას“ ახალი ინიციატივით მიმართეს

 

88513578657359_b739074f08_oდღეს ზესტაფონში “ზესტაფონის გადარჩენის კომიტეტის” ორგანიზებით და “სახალხო კრების” მხარდაჭერით მასშტაბური შეკრება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ზესტაფონელებთან ერთად ქუთაისის, ფოთის, ტყიბულის, ჭიათურის, რუსთავის და ბათუმის წარმომადგენლებმაც მიიღეს. “თეთრების” ლიდერის, თემურ შაშიაშვილის ინფორმაციით, შეკრებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრიც და მთავრობის სხვა წევრებიც იყვნენ მოწვეულები, თუმცა, სამწუხაროდ, ისინი შეხვედრას არ დასწრებიან. თემურ შაშიაშვილის გარდა, სახალხო კრებას გია ბურჯანაძე და პროფესორი ჯანო ჯანელიძეც წარმოადგენდნენ.

 „ბევრ რამეზე გვჭირდება დაფიქრება: “ნაცების” აღვირახსნილობას საზღვარი არ აქვს, მათი საბოტაჟი და აგრესიული თავხედობა გაცილებით უკეთ ჩანს რეგიონებში, ქვეყანა თვალსა და ხელს შუა გვეცლება – წყნარადაა პრემიერი, წყნარად ვართ ხალხიც…. ეს კატასტროფაა … ზესტაფონლები არღვევენ ამ სიწყნარეს. მხარდაჭერაა საჭირო. გადარჩენა ეროვნული განწყობის მოძრაობაშია“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნებას“ ახალი ინიციატივით მიმართეს და 1 ოქტომბერს, არჩევნების წლისთავზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა ქალაქსა და რაიონში სახალხო – საჯარო შეკრებების მოწყობა შესთავაზეს, სადაც კოალიცია „ქართული ოცნების” წარმომადგენლები (დეპუტატები, გამგებლები) მოსახლეობას საჯაროდ ჩააბარებენ ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების შესახებ. თავის მხრივ „სახალხო კრებამ“ მზადყოფნა გამოხატა, იყოს თანამომხსენებელი აღნიშნულ შეხვედრებზე.

დღესვე გადაწყდა საპროტესტო აქციების მოწყობა ზესტაფონის გამგეობასა და ფეროს ქარხნის ადმინისტრაციულ შენობასთან და აქციის დროდ სექტემბრის პირველი ნახევარი განისაზღვრა. „სახალხო კრების“ წარმომადგენლებმა ზესტაფონის ფეროსა და ჭიათურმანგანუმის ინვესტორებთან შეხვედრის სურვილიც გამოთქვეს. მათი თქმით, აუცილებელია ორგანიზაციების ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს ისეთივე პირობები შეუქმნან, როგორიც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშია. დაისვა საკითხი, რათა მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა დეპუტატის გამოწვევისა მისი საქმიანობის უარყოფითად შეფასების შემთხვევაში და ამ მიზნითშეტანილი იქნას შესწორება შესაბამის კანონში.

 

 

Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *