(newsport.ge)თეთრები: უნივერსიტეტს ღირსეული რექტორი ჰყავს

7e7c26345c6dd186e8536622039594a8პოლიტიკური მოძრაობა „თეთრები”უნივერსიტეტის რექტორად ბატონი ლადო პაპავას არჩევას მიესალმებიან. “თეთრების” განცხადებით, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ღირსეული რექტორი ჰყავს – აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა.“ვულოცავთ სტუდენტობას, პროფესორ-მასწავლებლებს, ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას და მთლიანად საქართველოს ქვეყნის უპირველესი უმაღლესი სასწავლებლის რექტორად მოაზროვნე კაცის არჩევას. ოდნავაც არ ვეჭვობთ, რომ ბატონი ლადო შეძლებს ამ უნივერსიტეტის როგორც სამეცნიერო ტრადიციების, ასევე, და ეს უმნიშვნელოვანესია დღევანდელი საქართველოსათვის, ეროვნული ტრადიციების აღორძინებას. ოდნავაც არ ვეჭვობთ, რომ უნივერსიტეტი დაიბრუნებს ქართული ცნობიერების ძლიერი საყრდენის ფუნქციას. ეს განსაკუთრებულად სჭირდება ჩვენს ქვეყანას მისთვის მძიმე ჟამიანობის დღევანდელ ეპოქაში”,-ნათქვამია “თეთრების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *