(newsport.ge) თემურ შაშიაშვილი ხელისუფლებას უმოქმედებაში ადანაშაულებს

„თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ხელისუფლებას უმოქმედებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ შაშიაშვილმა პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თეთრების“ ლიდერის განცხადებით, ხელისუფლებამ არ შეასრულა დაპირებების 99% და ზესტაფონში შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო, ივანიშვილს მოუწოდებს, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც დაინტერესდება ამ კუთხით.
„ზესტაფონში, ჭიათურასა და ტყიბულში, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ ღერძს წარმოადგენენ, უმძიმეს მდგომარეობაშია და მას კვლავინდებურად მაფიის წარმომადგენლები აკონტროლებენ“, – აცხადებს შაშიაშვილი.
„თეთრების“ ლიდერის განცხადებით, ხალხის მოთხოვნაა, რომ 1 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მასშტაბით ხალხს ჩააბაროს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ და იმ მაჟორიტარების გამოწვევის საკითხი დააყენა, რომელთა საქმიანობით ხალხი უკმაყოფილოა.
„თუ საქართველოში კანონი მაჟორიტარების გამოწვევის შესახებ არ მოვა მოქმედებაში, სექტემბრიდან დაიწყება ხელმოწერები გამოწვევის მოთოვნით. მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე წარმოუდგენია. 99%–ზე მეტი დანაპირებისა არ შესრულებულა,“– აცხადებს თემურ შაშიაშვილი.



