(timer.ge)თემურ შაშიაშვილი: წინასაარჩევნო დაპირების 99%–ზე მეტი

თემურ შაშიაშვილი: წინასაარჩევნო დაპირების  99%–ზე მეტი შეუსრულებელია

“თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. იგი აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო დაპირებების 99% არ შეასრულა. შაშიაშვილი მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც დაინტერესდება რაიონებში არსებული მდგომარეობით  და განსაკუთრებით ზესტაფონში, ჭიათურასა და ტყიბულში შექმნილი ვითარებით.

 

“თეთრების” ლიდერი ასევე მოითხოვს, რომ 1 ოქტომბერს “ქართულმა ოცნებამ” ხალხს ანგარიში ჩააბაროს. თემურ შაშიაშვილი თვლის, რომ მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც პრობლემებით არ ინტერესდებიან პარლამენტიდან უნდა გაიწვიონ.

“შეიცვალოს კანონი და შესაძლებელი გახდეს დეპუტატის გამოწვევა. თუ საქართველოში ეს კანონი არ მოვა მოქმდებაში, მოსახლეობა სექტემბრიდან ძალიან ბევრ ქალაქსა და რაიონში დაიწყებს ხელმოწერებს დეპუტატების გამოწვევისათვის. 20–ივე რაიონისა და ქალაქის წარმომადგენლებამ თქვეს, ჩვენ გვინდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს სექტემბერშივე ვაჩვენოთ, რომ მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. 99%–ზე მეტი წინასაარჩევნო დაპირება  შეუსრულებელია”,– განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *