(reportiori.ge)თემურ შაშიაშვილი: ხელისუფლებამ დაპირებები ვერ შეასრულა

პარტია „თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს რომ „ქართულმა ოცნებამ” დაპირებების 99% ვერ შეასრულა. ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს რომ შეიქმნას სპეციალური კომისია რომელიც რეგიონებში არსებულ სიტუაცის შეისწავლის. ასევე მოითხოვს რომ პირველ ოქტომბერს ხელისუფლებამ ხალხს ანგარიში ჩააბაროს.
„მოვითხოვთ რომ შეიცვალოს კანონი და შესაძლებელი გახდეს დეპუტატის გამოწვევა. თუ საქართველოში ეს კანონი მოქმედებაში არ მოვა მოსახლეობა სექტემბრიდან ძალიან ბევრ ქალაქსა და რაიონში დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას დეპუტატების გამოწვევისათვის.”- აცხადებს შაშიაშვილი.
Facebook Comments



