ფერიცვალებას ვულოცავთ სრულიად საქართველოს

 

4დღეს ფერიცვალებაა. გილოცავთ.

მეამაყება, რომ 1999 წლიდან მოყოლებული ჩვენი ჯგუფი ფერიცვალებას აღნიშნავს რკინის ჯვრის მთაზე ასვლით და იმ ადგილის თაყვანისცემით, რომელზეც ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა აღმართეს რკინის ჯვარი.

იმერეთის ყველაზე მაღალი ადგილი გეოგრაფიულად და ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალი ქრისტიანული სულიერებისა გახლავთ ადგილი, საიდანაც ვიზუალურად სჩანს შავი ზღვა და სულიერად საქართველოს ნათელი მომავალი,

ტრადიცია გრძელდება. დღეს ჯგუფი პროფესორ დავით სახვაძის ხელმძღვანელობით ფერიცვალების აღნიშნავს რკინის ჯვარზე ასვლით.

ფერიცვალების მადლით ფერი ეცვალოს და გაბრწყინებულიყოს ჩვენი სამშობლო.

 

თემურ შაშიაშვილი

19 აგვისტო, 2013 წელი

Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *