(newsport.ge) არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყანაში ყველაფერი ერთ ძალას ჰქონდეს

11000„არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყანაში ყველაფერი ერთ ძალას ჰქონდეს, – აცხადებს პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში. „ზვიად გამსახურდია, უდიდესი ეროვნული განწყობის კაცი დაიღუპა იმის გამო, რომ ერთ პოლიტიკურ ძალას ეჭირა ყველაფერი ხელში. შევარდნაძე დიდი საერთაშორისო პოტენციალის პიროვნება გახლდათ. ისიც დაიღუპა იმიტომ, რომ ერთ პოლიტიკურ ძალას ეჭირა ყველაფერი ხელში. მიხეილ სააკაშვილმა კატასტროფულ დონემდე მიიყვანა ქვეყანა იმის გამო, რომ ყველაფერს ნაციონალები მოაჯდნენ. ამერიკაზე რომ ვიგიჟებთ თავს, რატომ იმაში არ ვბაძავთ, როგორი დაბალანსებულია იქ ხელისუფლება. პოლიტიკური ბალანსით ცხოვრობს დღეს მთელი მსოფლიო. ჩვენ კი 1992 წლიდან მოყოლებული გვიმტკიცებენ, პოლიტიკური ბალანსი არის ის, რომ მართვის სადავეები ერთი პარტიის ხელშიაო. ბიძინა ივანიშვილს უკვე სერიოზული პრობლემები აქვს და ის მთლიანად დაიღუპება, თუ პრეზიდენტიც მისი პოლიტიკური ძალიდან იქნება. ეს პირადად მე ძალიან მეწყინება”, – აცხადებს გამოცემასთან თემურ შაშიაშვილი.

თემურ შაშიაშვილის განცხადებით, სწორედ ამიტომ პარტია „თეთრები“ და სახალხო კრება მხარს უჭერს ნინო ბურჯანაძეს.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ეს, პირველ რიგში, ქვეყანას წაადგება. ბურჯანაძის გამარჯვებით პოლიტიკური ბალანსის დაცვა მოხდება. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას დიდ პატივს ვცემ და ვიცი, მას ქვეყნისთვის უდიდესი საქმის გაკეთება შეუძლია. მისი მხარდამჭერი რომ ვარ, ზუსტად ამიტომ არ დავუჭერ მხარს ოცნების კანდიდატს“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *