(newspress.ge)თემურ შაშიაშვილი – ბურჯანაძის გამარჯვებით პოლიტიკური ბალანსის დაცვა მოხდება

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყანაში ყველაფერი ერთ ძალას ჰქონდეს“ – აცხადებს პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.„ზვიად გამსახურდია, უდიდესი ეროვნული განწყობის კაცი იმის გამო დაიღუპა, ყველაფერი რომ ერთ პოლიტიკურ ძალას ეჭირა ხელში. შევარდნაძე, დიდი საერთაშორისო პოტენციალის პიროვნება გახლდათ და ისიც იმიტომ დაიღუპა, რომ მის დროსაც ერთ პოლიტიკურ ძალას ეჭირა ყველაფერი ხელში. მიხეილ სააკაშვილმა კატასტროფულ დონემდე მიიყვანა ქვეყანა იმის გამო, რომ ყველაფერს ნაციონალები მოაჯდნენ. ამერიკაზე რომ ვიგიჟებთ თავს, რატომ იმაში არ ვბაძავთ, თუ როგორი დაბალანსებულია იქ ხელისუფლება. მთელი მსოფლიო დღეს პოლიტიკური ბალანსით ცხოვრობს. ჩვენ კი 1992 წლიდან მოყოლებული გვიმტკიცებენ, პოლიტიკური ბალანსი არის ის, რომ მართვის სადავეები ერთი პარტიის ხელშიაო. ბიძინა ივანიშვილს უკვე სერიოზული პრობლემები აქვს და ის მთლიანად დაიღუპება, თუ პრეზიდენტიც მისი პოლიტიკური ძალიდან იქნება. ეს კი, პირადად მე ძალიან მეწყინება.
დარწმუნებულები ვარ, რომ ნინო ბურჯანაძის გამარჯვება, პირველ რიგში ქვეყანას წაადგება. ბურჯანაძის გამარჯვებით პოლიტიკური ბალანსის დაცვა მოხდება. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას დიდ პატივს ვცემ და ვიცი, რომ მას ქვეყნისთვის უდიდესი საქმის გაკეთება შეუძლია. მისი მხარდამჭერი რომ ვარ, ზუსტად ამიტომ არ დავუჭერ მხარს ოცნების კანდიდატს“ – განაცხადა შაშიაშვილმა.
Facebook Comments



