(netgazeti.ge)რეზო ჩხეიძე: “ოლიმპოს მთაზე” საქართველოდან ემიგრირებულთა კონგრესი გაიმართება

 

chxeidze rezoსაქართველოს ხალხთა ასამბლეა” ოლიმპოს მთაზე იკრიბება, აცხადებს რეზო ჩხეიძე. მისი თქმით, ამ თემაზე იგი ბიძინა ივანიშვილსაც უნდა ესაუბროს.

“საქართველოს ხალხთა ასამბლეის” საპატიო პრეზიდენტი, რეჟისორი რეზო ჩხეიძე  აცხადებს, რომ ასამბლეა, საბრძნეთში, “ოლიმპოს მთაზე” აპირებს შეკრებას. მისი თქმით, საქართველოდან ემიგრირებულთა დიდი კონგრესი უნდა მოიწვიონ. ჩხეიძე ამბობს, რომ საქართველოში 25 აგვისტოს ბრუნდება და ოლიმპოს კონგრესთან დაკავშირებით პრმეიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს უნდა ესაუბროს.

“ჩვენ, ასამბლეაში, შევთანხმდით, რომ კონგრესზე, საბერძნეთში, ოლიმპოს მთაზე ვისაუბრებთ საქართველოს ხალხთა ტრადიციულ ერთგულებაზე ზოგადსაკაცობრიო იდეალებისადმი, მშვიდობაზე კავკასიაში, საქართველოს მომავალზე, იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის და მისი ხელისუფლების დამოკიდებულება ადამიანისათვის ღმერთისა და ბუნების მიერ მინიჭებული  სიცოცხლის, სიტყვისა და საკუთრების უფლებისადმი.

ჩვენ ამ ფუნდამენტურ საკითხებზე საუბარი დავიწყეთ სოჭში, ასამბლეის დაფუძნების დროს, გავაგრძელებთ საბერძნეთში, ოლიმპოს მთაზე  და მომდევნო წელს საქართველოში, სადაც „საქართველოს ხალხთა ასამბელის“ კონგრესთან ერთად იგეგმება ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის ჩატარება,”- ნათქვამია რეზო ჩხეიძის განცხადებაში, რომელსაც “საქართველოს ხალხთა ასამბლეა” ავრცელებს

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *