(geonews.ge) სააკაშვილისგან არც შეწყალება მინდა და არც მოწყალება – გოჩა ძასოხოვი

“საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტი გოჩა ძასოხოვი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ნასამართლეობისა და პირობითი მსჯავრის მოხსნის შესახებ გამოეხმაურა და აცხადებს, რომ მისგან არც შეწყალება და არც მოწყალება არ უნდა.

“სააკაშვილი ყოველგვარი ადამიანურის წინააღმდეგ მებრძოლი ბარბაროსია. ამ ბოროტი კაცისაგან, რომელიც 20 იანვრის შემდეგ თვითმარქვია პრეზიდენტია, არც შეწყალება მინდა და არც მოწყალება. ჩვენ დავიცავთ საქართველოს და მის მომავალს სააკაშვილის მსგავსი ბარბაროსებისაგან,“ – განაცხადა გოჩა ძასოხოვმა.

შეგახსენებთ, “საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტი გოჩა ძასოხოვი საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ აღარ დაბრუნებულა. 2008 წლამდე გოჩა ძასოხოვს საქართველოში 150 მლნ ევროს კაპიტალიზაცია ჰქონდა განხორციელებული. წინა ხელისუფლებამ მას ქონება წაართვა და იმიჯიც სახალხოდ შეულახა.

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *