(fronsnews.ge) გოჩა ძასოხოვი საქართველოში ბრუნდება


“საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტი გოჩა ძასოხოვი პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივას ეხმიანება ნასამართლევობისა და პირობითი მსჯავრის მოხსნის შესახებ და აცხადებს, რომ „სააკაშვილისაგან არც შეწყალება მინდა და არც მოწყალება“.
,,სააკაშვილი ყოველგვარი ადამიანურის წინააღმდეგ მებრძოლი ბარბაროსია. ამ ბოროტი კაცისაგან, რომელიც 20 იანვრის შემდეგ თვითმარქვია პრეზიდენტია, არც შეწყალება მინდა და არც მოწყალება! ჩვენ დავიცავთ საქართველოს და მის მომავალს სააკაშვილის მსგავსი ბარბაროსებისაგან,“ – განაცხადა გოჩა ძასოხოვმა.
შეგახსენებთ, რომ ,,საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტი საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ აღარ დაბრუნებულა. 2008 წლამდე ძასოხოვს საქართველოში 150 მლნ ევროს კაპიტალი ჰქონდა დაბანდებული. წინა ხელისუფლებამ მას ქონება ჩამოართვა.
ახლა ძასოხოვი აცხადებს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გეგმავს ჩამოსვლას და რიგი პროექტების განხორციელებას, რომელიც, მისივე თქმით, „ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანადკავკასიის რეგიონში“.



