(ახალი თაობა) ხალხმა პრემიერ-მინისტრის ხათრით პრეზიდენტი არ უნდა აიჩიოს

19 ivlisi

“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” საპრეზიდენტო კანდიდატი , ნინო ბურჯანაძე აქტიურად ზრდის მხარადამჭერებს იმ პოზიციის გამო,რომელსაც ის კოაბიტაციის პროცესთან დაკავშირებით აფიქსირებს. მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობას მეტად მაღალი ხელფასები აქვს.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრების ფონზე ბურჯანაძე საქართველოს მთავრობის წევრთა “პრეტენზიებზეც” საუბრობს და მიუღებლად მიაჩნია ის ტენდენცია, რაც ივანიშვილის მთავრობის წევრებმა იგივე ძვირადღირებული ავტომობილების მიმართ გამოკვეთეს.

– ნაციონალები გასრიალებული მანქანები ჰყავდათ, მაგრამ ამათ ნაციონალების  ნაჯდომ მანქანებში არ ჩავსხდებითო და ახალი, უკეთესი მანქანები იყიდეს. მშვენივრად ჩასხდნენ ნაციონალების სკამებში და მანქანებში რატომ ვერ ჩასხდებოდნენ, ხომ არ იცით?! – განაცხადა ამომრჩევნებთან  მორიგი შეხვედრის დროს ნინო ბურჯანაძემ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, მართალია, მინისტრი მათხოვარივით არ უნდა ცხოვრობდეს, მაგრამ იმ ფონზე, როცა პენსიონერებს მხოლოდ ლარებს უმატებენ, მინისტრებს 20 ათას ლარიანი ხელფასი არ უნდა ჰქონდეთ.

– არასდროს ვამბობდი და არც ახლა ვიტყვი, რომ მინისტრი მათხოვარივით უნდა ცხოვრობდეს, ხელფასი არ უნდა ჰქონდეს და მეტროთი დადიოდეს-თქო საქმეს ვერ გააკეთებს, ასე რომ იყოს. მაგრამ არ შეიძლება, რომ პენსიონერების პენსიის ლარებზე მომატებაზე ვსაუბრობდეთ და მინისტრების ხელფასი 15-20 ათასი და დამატებით 20 ათასი პრემიები იყოს. ვითომ მოიკლეს, და სინამდვილეში გაიზარდეს ხელფასები – აღნიშნა ბურჯანაძემ ამომრჩეველთან შეხვედრაზე.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთს ჰგონია, ბურჯანაძის გაძლიერებაზე სახელისუფლებო გინდის წევრებიც კარგად მუშაობენ. რამდენად სიმართლესთან ახლოსაა ეს აზრი, ვერგეტყვით, თუმცა ცნობილია, რომ დეპუტატების ნაწილი კოალიციური უმრავლესობიდან მნიშვნელოვანწილად იზიარებენ პოზიციას ნაციონალებთან მიმართებით, რომელსაც ის პერზიდენტობის კანდიდატი აფიქსირებს, რომელიც დარწმუნებ ულია, რომ ბიძინა ივანიშვილის რჩეულს – გიორგი მარგველაშვილს არჩევნებს შედარებით მცირე ფინანსებითაც მოუგებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მარგველაშვილის გამარჯვებაში დარწმუნებული არიან. “ქართული ოცნების წევრები ფიქრობენ, რპმ ბიძინა ივანიშვილს იმხელა რეიტინგი აქვს, მარგველაშვილს გასვლა არ გაუჭირდება. სწორედ ამაში ხედავს პრობლემას “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი. რომელიც ფიქრობს,რომ ხალხმა პრემიერ მინისტრის ხათრით პრეზიდენტი არ უნდა აიჩიოს. შაშიაშვილი ფიქრობს, რომ საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა ბიძინა ივანიშვილს მისცა და არა ცალკეულ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან. შესაბამისად, ხალხი პასუხს ყველაფერზე პრემიერისაგან ითხოვს. ამიტომ “თეთრების” ლიდერი დარწმუნებულია, რომ თუ პრეზიდენტსაც ივანიშვილის ხათრით ავირჩევთ, ის ამდენს უბრალოდ ვერ გაუძლებს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პარტია “თეთრები” და მისი ლიდერები 26 მაისის მონაწილეები არიან. და როგორც “სახალხო კრების” აქტიური წარმომადგენლები, ბოლო წლების მანძილზე ნინო ბურჯანაძესთან ერთად იბრძოდნენ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ

– მე ოქროს კოშკებს ვერ დაგპირდებით და ამას არც თქვენ ითხოვთ ჩემგან, მაგრამ ადამიანს იმის საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ თავის მიწაზე ღირსეულად იცხოვროს. ბიუჯეტს ისე გადავანაწილებთ, რომ ყველა სიკეთე რომელიც ქვეყანაშია, ხალხამდე მივიდეს. ასევე ყველაფერს გავაკეთებთ, რათად დავიწყოთ საგარეო ურთიერთობების დარეგულირება. მათ შორის რუსეთთან და საქართველომ დაიწყოს ნორმალური დემოკრატიული განვიტარება. მე არ ვაპირებ და არც ვიკადრებ თქვენს მოტყუებას, – განაცხადა ბურჯანაძემ თიანეთელებთან შეხვედრისას.

ვარდების რევოლუციის სამეულის წევრი ბურჯანაძე, რომელმაც რამდენიმე საკმაოდ კარგი შანსი გაუშვა, სააკაშვილის ხელისუფლება ისე დაეტოვებინა, რომ მაღალირეიტინგი შეენარჩუნებინა, დღეს სკეპტიკურად უყურებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს.

– სამ წელიწადში მარსზე გაფრენა უფრო იოლი შესაძლებელია, ვიდრე საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღეის მდგომარეობით, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ადგილობრივენის კითხვის პასუხად.

ამის მიუხედავად, ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია საქართველომ ითანამშრომლოს  ნატოსთან, ევროკავშირთან და ეს ურთიეთობები ყველა შემთხვევაში უნდა გაღრმავდეს.

– მაგრამ არ ვაპირებ მოსახლეობის მოლოდინებით კვებას. რაც არ უნდა ხმები სჭირდებოდეს, ტყუილს ვერ ვიტყვით,  – მიუგო თიანეთის ამომრჩეველს ბურჯანაძემ, რომელმაც თიანეთში საარჩევნო შტაბი გახსნა და ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია მოილოცა.

შორენა კოწოწაშვილი

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *