(ჯეონიუსი)თემურ შაშიაშვილი: ივანიშვილი კიდევ ერთ დიდ შეცდომას უშვებს

“თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი საქართველოს გადარჩენას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხედავს და თვლის, რომ თუ პრემიერ-მინისტრი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს მისი დიდი შეცდომა იქნება.
თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკა იოლი საქმე ეგონა. ახლა უკვე ხვდება, რომ მის მიერ შერჩეული ხალხი ის ხალხი არ არის, მას რომ ეგონა, თუმცა არც იმ ადამიანებს, რომლებიც პრემიერთან მივიდნენ, არ ეგონათ ივანიშვილი ასეთი.
„ამ შემთხვევაში ორივე მხარე შეცდა, პრემიერ-მინისტრიც და მისი გარემოცვაც. ამ ეტაპზე ივანიშვილი კიდევ ერთ დიდ შეცდომას უშვებს, მხოლოდ თავისი ბანკის ხალხს ენდობა. მისი გადარჩენა მხოლოდ ვადამდელ არჩევნებშია. პირველ რიგში, თვითონ უნდა უნდოდეს გადარჩენა. მხოლოდ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებშია არა მხოლოდ მისი გადარჩენა, არამედ საქართველოს გადარჩენაც“, – აცხადებს თეთრების ლიდერი.



