
`თეთრების~ ლიდერის, თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკა ადვილი საქმე ეგონა, ახლა უკვე დაინახა, რომ მის მიერ შერჩეული ხალხი ის ხალხი არ არის, მას რომ ეგონა. არც იმ ადამიანებს, რომლებიც ივანიშვილთან მივიდნენ, არ ეგონათ ის ასეთი.`ამ შემთხვევაში ორივე მხარე შეცდა, პრემიერ-მინისტრიც და მისი გარემოცვაც. ამ ეტაპზე ივანიშვილი კიდევ ერთ დიდ შეცდომას უშვებს, მხოლოდ თავისი ბანკის ხალხს ენდობა. ამით ის უკვე მივიდა იმ დონემდე, რომ მისი გადარჩენა მხოლოდ ვადამდელ არჩევნებშია… პირველ რიგში, თვითონ უნდა იცოდეს და თვითონ უნდა უნდოდეს გადარჩენა. უნდა იცოდეს, რომ არა მარტო მისი გადარჩენა, არამედ საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებშია~, _ აცხადებს შაშიაშვილი.