(sazogadoeba.ge)თემურ შაშიაშვილი: ამ ეტაპზე ივანიშვილი კიდევ ერთ დიდ შეცდომას უშვებს

თემურ შაშიაშვილი: ამ ეტაპზე ივანიშვილი კიდევ ერთ დიდ შეცდომას უშვებს

თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი ხელისუფლებაში არსებულ ვითარებაზე კომენტარს აკეთებს:

– ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკა ადვილი საქმე ეგონა… ახლა უკვე დაინახა, რომ მის მიერ შერჩეული ხალხი ის ხალხი არ არის, მას რომ ეგონა… არც იმ ადამიანებს, რომლებიც ბატონ ბიძინასთან მივიდნენ, არ ეგონათ ივანიშვილი ასეთი…. ამ შემთხვევაში ორივე მხარე შეცდა, პრემიერ-მინისტრიც და მისი გარემოცვაც. ამ ეტაპზე ივანიშვილი კიდევ ერთ დიდ შეცდომას უშვებს, მხოლოდ თავისი ბანკის ხალხს ენდობა. ამით ის უკვე მივიდა იმ დონემდე, რომ მისი გადარჩენა მხოლოდ ვადამდელ არჩევნებშია… პირველ რიგში თვითონ უნდა იცოდეს და თვითონ უნდა უნდოდეს გადარჩენა. უნდა იცოდეს, რომ არა მარტო მისი გადარჩენა, არამედ საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებშია, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *