(ghn) თემურ შაშიაშვილი გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრას საჩხერის მოსახლეობასთან უარყოფითად აფასებს

|
კიდევ ერთი, რამაც ჩემზე ამაზრზენი შთაბეჭდილება დატოვა: ბრეჟნევის შემდეგ პირველად ვნახე კაცი, რომელიც თავგამოდებით უკრავდა ტაშს საკუთარ ქებას-ეს იყო მარგველაშვილი საჩხერეში. მინდა ვცდებოდე ამ შეფასებებში – ქვეყნისთვის ეს სჯობს. ხალხმა განსაჯოს მართალი ვარ თუ არა ჩემს გამოთქმებში. ყველა ეს სიტყვა ტკივილით დავწერე, რამეთუ მგონია,რომ ხალხი სხვას ელოდა და ელოდება ბატონი ბიძინა ივანიშვილისაგან. კატასტროფაა თვითკმაყოფილება – ხალხი გმინავს გაჭირვებისაგან. კიდევ ერთი და მთავარი- დრო დაადასტურებს ,რომ ეს მაქებრები და ტაშისმკვრელები აძულებენ ხალხს ბიძინა ივანიშვილს, რომ მართლისმთქმელები გადაარჩენენ მასაც და საქართველოსაც. მე მართლისმთქმელებში მინდა ვიყო,განსხვავებით იმ ქამელეონებისაგან, რომლებმაც ქება-დიდებით დაღუპეს დიდი ეროვნული განწყობის ზვიად გამსახურდია, მსოფლიო ავტორიტეტი – ედუარდ შევარდნაძე, პროვინციელი დიქტატორი- მიხეილ სააკაშვილი და დღეს წარმატებულად აკეთებენ ამას ბიძინა ივანიშვილის გუნდში განავარდებულნი.” |
“თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი უარყოფითად აფასებს ქართული ოცნების კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრას საჩხერის მოსახლეობასთან. ამის შესახებ თეთრების ლიდერმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე დაწერა.


