(reportiori.ge) თემურ შაშიაშვილი: გული მწყდება, როგორი სისწრაფით სცილდება ბატონი ბიძინა ხალხს, ხალხის პრობლემებს…

“თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი უარყოფითად აფასებს ქართული ოცნების კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრას საჩხერის მოსახლეობასთან. ამის შესახებ „თეთრების” ლიდერმა საკუთარ „ფეისბუქის” გვერდზე დაწერა. „რეპორტიორი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ბევრ რამეზე დამაფიქრა პრემიერის მიერ საჩხერეში კოალიციის პრეზიდენტობისკანდიდატის წარდგენამ…ძალიან ჰგავდა წლების წინ შევარდნაძის მიერსააკაშვილის წარდგენას …გვახსოვს ედუარდ შევარდნაძის სიტყვები – ეს იქნებათქვენი დეპუტატი… პრეზიდენტიო.
რა მოგვიტანა შევარდნაძის ხათრით დანიშნულმა პრეზიდენტმა, ვნახეთ. უარესსუნდა ველოდოთ ივანიშვილის ხათრით დანიშნულისაგან…
გული მწყდება, როგორი სისწრაფით სცილდება ბატონი ბიძინა ხალხს, ხალხისპრობლემებს…საკუთარი საქმიანობით ასეთი თვითკმაყოფილება ჰქონდასააკაშვილს პრეზიდენტობის ერთი წლისთავზე…
კიდევ ერთი, რამაც ჩემზე ამაზრზენი შთაბეჭდილება დატოვა: ბრეჟნევის შემდეგპირველად ვნახე კაცი, რომელიც თავგამოდებით უკრავდა ტაშს საკუთარ ქებას-ესიყო მარგველაშვილი საჩხერეში.
მინდა ვცდებოდე ამ შეფასებებში – ქვეყნისთვის ეს სჯობს. ხალხმა განსაჯოსმართალი ვარ თუ არა ჩემს გამოთქმებში. ყველა ეს სიტყვა ტკივილით დავწერე,რამეთუ მგონია,რომ ხალხი სხვას ელოდა და ელოდება ბატონი ბიძინაივანიშვილისაგან. კატასტროფაა თვითკმაყოფილება – ხალხი გმინავსგაჭირვებისაგან.
კიდევ ერთი და მთავარი- დრო დაადასტურებს ,რომ ეს მაქებრები დატაშისმკვრელები აძულებენ ხალხს ბიძინა ივანიშვილს, რომ მართლისმთქმელებიგადაარჩენენ მასაც და საქართველოსაც.
მე მართლისმთქმელებში მინდა ვიყო,განსხვავებით იმ ქამელეონებისაგან,რომლებმაც ქება-იდებით დაღუპეს დიდი ეროვნული განწყობის ზვიადგამსახურდია, მსოფლიო ავტორიტეტი – ედუარდ შევარდნაძე, პროვინციელიდიქტატორი- მიხეილ სააკაშვილი და დღეს წარმატებულად აკეთებენ ამას ბიძინაივანიშვილის გუნდში განავარდებულნი.”



