„თეთრები“ ულოცავს ქართველ ხალხს ქართველი ძიუდოისტების ბრწყინვალე გამარჯვებას

პარტია „თეთრები“ ულოცავს მთელ ქართველ ხალხს ქართველი ძიუდოისტების ბრწყინვალე გამარჯვებას რიო დე ჟანეიროში გამართულ მსოფლიო პირველობაზე. ჩვენმა გუნდმა მიყოლებით დაამარცხა საფრანგეთის, მონღოლეთის, უზბეკეთის და რუსეთის უძლიერესი გუნდები და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორედ მოიპოვა მსოფლიოს უპირველესი გუნდის ტიტული. ევროპის გუნდურ ჩემპიონობას ახლა მსოფლიო ჩემპიონობაც დაემატა.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს ძიუდოისტებს ამ გამარჯვებას და ვზეიმობთ და ვხარობთ მთელ ქართველ ხალხთან ერთად.
Facebook Comments



