(ახალი თაობა) ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას აღარ ენდობა

ბედნიერის ის, ვისაც ლევან ბერძენიშვილი გალანძღავს

brifinახალხო კრების წევრი და თეთრების ლიდერი, თემურ შაშიაშვილი პირველ ოქტომბერს გათამაშებულ ამერიკულ სცენარზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოს გადარჩენა კოალიციის გარეთ ქართული ორიენტაციის პრეზიდენტშია.

„ნუ გვაშინებს ბიძინა ივანიშვილი წასვლით. თუ მიდიხარ, წადი, ნუ გვიტოვებ შენს პრეზიდენტს. ხალხს ერთხელ მაინც მიეცი სამართლიანი არჩევანი ს გაკეთების საშუალება. ყველა ქალაქსა და რაიონში ივანიშვილის ხათრით აირჩია დეპუტატი. ვინ არის ამით მოგებული. ნახეთ, ვინც ივანიშვილის გუნდს არ მოსწონს, ბევრი ინტელექტუალური ადამიანი უფუნქციოდ დატოვეს და ბევრი ჭკვიანი პოლიტიკოსი ახლოს არ გაიკარეს , – აცხადებს თემურ შაშიაშვილი

რატომ იქნება გაზაფხულზე არეულობა, რას არ პატიობს შაშიაშვილი ივანიშვილს და რატომ არ აწყობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებას? – ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს ‘თეთრების” ლიდერ თემურ შაშიაშვილთან.

– ბატონო თემურ, ბოლო დროს გააქტიურდა ხელისუფლების კრიტიკა. პოლიტიკოსთა ნაწილი პრემიერისმიერ შერჩეულ მინისტრთა კაბინეტს სუსტს უწოდებს, პარლამენტს  – ქმედუუნაროს.  რამდენად შეძლებს ივანიშვილი ამ გუნდით პირობის შესრულებას – მაქსიმუმ 4 წელში ქვეყანა ფეხზე დადგებაო.

– ის, რაც დღეს ხდება ჩემში, როგორც პოლიტიკოსში გაკვირვებას არ იწვევს. როცა ქვეყნის ბოლო ოცწლიანი მართვა იყო ემოციებზე აწყობილი და მმართველობიდან გონება იყო განდევნილი, ის შედეგი მივიღეთ, რაც დღეს არის. რაც ხდება, ბევრი რამ ივანიშვილს ბრალდება. სინამდვილეში და მისი ბრალი არ არის ვიმეორებ და ვადასტურებ: 1 ოქტომბერი არ არის ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება, ეს არჩევნები არ აღმოჩნდა საქართველოს გამარჯვება. 1 ოქტომბერიც გარეთ დაგეგმილი აღმოჩნდა: ორი ვარიანტი განიხილებოდა: პირველი – გაყალბებით ნაცმოძრაობის და სააკაშვილის შენარჩუნება, მეორე – დაეთმოთ და წასულიყვნენ „ვარდების რევოლუციის“ გზით. მაგრამ ევოლუციური გზით.  ვარდების რევოლუცია იყო რევოლუციური , კოჰაბიტაცია არის  ევოლუციური გზა. რამდენიმე წელზე გათვლილი პროცესია. რა ფუნქციაც ჰქონდა „ვარდების რევოლუციას“ . იგივე ფუნქცია აქვს კოაბიტაციას – შენარჩუნება იმ ძალიას, რომელიც დაჩოქილია ყოველგვარი უცხოურის წინაშე. რომ არ გამოჩენილიყო ივანიშვილი, ამერიკელები ამ გზით წავიდოდნენ. ,რომ ქართული განწყობის ძალა არ მოეყვანათ. გააყალბებდნენ არჩევნებს და სააკაშვილს და ნაცმოძრაობას დატოვებდნენ, მაგრამ აქ ცდომილება იყო დიდი. ჩვენ მივიღებდით მეორე ჩაუშესკუს სააკაშვილის სახით. იმიტომ, რომ ეკონომიკა და ქვეყანაში მდგომარეობა ისეთია, რომ სააკაშვილი რომ დარჩენილიყო, ქვეყანაში არეულობა იყო გარდაუვალი.ივანიშვილის დამსახურება ის არის, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული არა ვთქვათ, გაყალბებაზე და სააკაშვილის დატოვებაზე, არამედ საპარლამენტო არჩევნების შედეგებით აღებულ იქნა ორიენტაცია:  ახლოს ყოფილიყო ერთმანეთთან ორი ძალა და მთელი ტვირთი ოცწლიანი და განსაკუთრებით , ბოლო 9 წლის უბედურების მთელი ტვირთი აეღო ბიძინა ივანისვილს, არჩევნების შედეგები სხვაგან დაიგეგმა, მაგრამ არეულობა რომ არ მოხდა, ეს არის ივანიშვილის დამსახურება. მაგრამ ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“ და ყველას ერთად, თუ არ გამოვფხიზლდით, ქვეყანა მიგვყავს სერიოზული არეულობისაკენ. უფრო დიდი არეულობისაკენ, ვიდრე ეს  მოხდებოდა მაშინ, თუ არჩევბების გაყალბებით სააკაშვილი და ნაცმოძრაობა დარჩებოდა.

 – რას სდებთ ბრალად ბიძინა ივანიშვილს?

– ივანიშვილი ჩაიკეტა თავის ბანაკში, რომელსაც მე უკვე „ქართულ ოცნებას“ ვერ დავარქმევ. ბანაკს იქეთ ვერაფერს ხედავს, ვერც ადამიანებს, ვერც პროცესებს. ივანიშვილის შეცდომა ისაა, რომ ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალი არის აბსოლუტურად გამოუყენებელი , როგორც იყო სააკაშვილის დროს. აგდებულ დამოკიდებულებაა მეცნიერებათა აკადემიის მიმართ. ივანიშვილს რომ დაემსხვრია  პარტიული  საზღვრები „ქართული ოცნების“ , „ქართუ ბანკის“ საზღვრები და ეფიქრა, რომ ამათ გარეთაც არიან საქართველოზე მოფიქრალი ადამიანები და ისინი გამოეყენებინა, ის ამაზე არ წავიდა. დღეს ისე მიდის ყველაფერი რომ წააგებინონ არჩევნები ნინო ბურჯანაძეს, ხალხი ხედავს, რომ ივანიშვილის გუნდიდან პრეზიდენტის არჩევა, ეს ივანიშვილის დასამარებაა. ეს არის რეალობა. თუ ივანიშვილის ხათრით ავირჩევთ  პრეზიდენტს , გაზაფხულზე ისევ არეულობა გვექნება. საქართველოს გადარჩენა ისეთი პრეზიდენტის არჩევაშია,რომელიც იქნება კოალიციის გარეთ. . ასეთი პრეზიდენტობის კანდიდატი კი ფეხქვეშ არ უნდა გაეგოს ივანიშვილს და არ უნდა დაუპირისპირდეს მას.  და მესამე, „ქართულმა ოცნებამ“ მოკლა ივანიშვილის პოტენციალი. მომავალმა პრეზიდენტმა კი პრეზიდენტს თავისი პოტენციალის ბოლომდე გამოვლინებაში უნდა შეუწყოს ხელი.  „სახალხო კრებამ“ გადადგა უმნიშვმნელოვანესი ნაბიჯი, მე ვიტყოდი ისტორიული ეროვნული განწყობისა და პრეზიდენტობის კანდიდატად დააყენა ნინო ბურჯანაძე. კრებამ თქვა: თუ ივანიშვილი წამოაყენებდა პრეზიდენტობის კანდიდატს კოალიციის გარეთ ისეთ პიროვნებას, როგორიც არის,, მაგალითად მინდია უგრეხელიძე, ვასაძე, პაატა ცნობილაძე, სოსო ცისკარიშვილი, ჩვენ ვიფიქრებდით და შეიძლება ასეთი კანდიდატურისთვის  მხარი დაგვეჭირა. მაგრამ ივანიშვილმა ყველა ეს პიროვნებაგადახაზა და ის პიროვნება დაასახელა, ვინც უნდა ამერიკელებს. რუსული მსუნაგობა გრძელდება ამერიკელ პოლიტიკოსთა მსუნაგობით,  ესენი ფიქრობენ, ყველგან ყველაფერი დავკარგეთ ად საქართველოში უნდა იყოს პრეზიდენტად „თავისუფლების ინსტიტუტის“, სოროსის ფონდის დამფუძნებელი. რას ერჩიან ამ ქვეყანას?!

 – თქვენი საუბრიდან გამოდის, რომ მთავარი საპრეზიდენტო არჩევნებში ბურჯანაძის გამარჯვებაა, რომელიც სააკაშვილთან ერთად რევოლუციური სამეულის წევრია…

– მთავარი ბურჯანაძის გამარჯვება კი არ არის, მთავარია კოალიციის გარეთ მყოფმა და ტრადიციების პატივისმცემელმა კანდიდატებმა გაიმარჯვოს  საპრეზიდენტო არჩევნებში. პარტიული საზღვრები უნდა დაიმსხვრეს და ყველა საჭირო კადრი უნდა იქნას გამოყენებული. ნონა გაფრინდაშვილმა გარკვევით თქვა, ჩვენ პარტიული საზღვრები უნდა დავანგრიოთო. ხელისუფლება იქითკენ მიდის, რომ ნინო ბურჯანაძეს არჩევნები წააგებინოს. პირდაპირ ვამბობ, ბურჯანაძის წაგება და მარგველაშვილის არჩევა იმას ნიშნავს,რ ომ მარგველაშვილი გაზაფხულზე ჩამოგდებული იქნება და კაბინეტიდან გამოძევებული. ივანიშვილის გუნდიც დასამარდება და ნაციონალური მოძრაობაც, იმიტომ, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთს შეეკრა. დღეს ლაპარაკი მიდის იმაზე, და ნაციონალები ეხვეწებიან , ოღონდ მეორე ადგილზე გაგვიყვანეო. მეორე ადგილი აწყობს ივანიშვილსაც. მსოფლიოს ეტყვის, ხომ ხედავთ არჩევნები დემოკრატიულად ჩავატარეო. ვინ იქნება ამით კმაყოფილი – ამერიკის ძალაინ ბევრი პოლიტიკოსები, რადგან მათ საქართველოში ეყოლებათ ამერიკული პარლამენტი, როგორც დღეს არის; ამერიკული პრეზიდენტი და ამერიკის  მიერ დაჩოქილი მთავრობის თავმჯდომარე. ეს ქვეყნისათვის კატასტროფაა. თუ ამას საქართველო მოითმენს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველების მენტალოტეტი მართლა შეუცვლიათ. ბიძინა ივანიშვილმა ეროვნულ ტრაგედიას აგვაცილა, მაგრამ ქვეყანა ეროვნული ტრაგედიისკენ მიყავს. ეს არის ჩემი პროგნოზი. მეორე პოლიტიკოსი ცოტა მოიძებნება პარლამენტში, ვინც ნინო ბურჯანაძეს ისე აკრიტიკებდა, როცა პარალმენტის თავმჯდომარე იყო, როგორც მე. ბურჯანაძემ ბევრი შეცდომა მოინანია და კიდევ ბევრს მოინანიებს სახალხოდ. თქვენი მეშვეობით ვეტყვი მას, სახალხოდ ისაუბროს იმაზე, რაც კრებაში უსაუბრია. ეს ხალხს სჭირდება. ბურჯანაძე ფიქრობს, ხალხი როგორ გამოგებსო,მაგრამ ხალხი გაუგებს, რადგან მისგან მონანიებასაც ელოდება და ვაჟკაცურ დგომასაც. ღიად ვამბობ, მე თანამდებობისათვის არ ვიბრძვი, მხოლოდ გუბერნატორის არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას. მაგრამ ეს პარალმენტი ამას არ დაუშვებს. მე სახალხო კრებაში ვრჩები, რომელიც შეიქმნა როგორც რუსული აგრესიის, ასევე ამერიკული პოლიტიკის შემოტევისაგან. და ეს ძალა დადგა ნინო ბურჯანაძესთან. თუ ვინმეს ჰგონია, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში ბურჯანაძეს სახალხო კრებისგან მშვიდი დღეები ექნება, ძალიან ცდება. სახალხო კრების არც ერთი წევრი თანამდებობას არ მიიღებს. ნურავის ეგონება, რომ ჩვენ თანამდებობისთვის ვუჭერთ მხარს ბურჯანაძეს. ხელისუფლებაში იქნებიან მოაზროვნე ადამიანები და ინტელექტუალები. მინდა, მივმართო ინტელექტუალებს, მეცნიერების და კულტურის მოღვაწეებს,  ნუ ყიდით საკუთარ თავს, ნუ გახდით ფულის მონები და ნუ დგახართ იმ ადამიანებთან, რომლებმაც საქართველოში „თავისუფლების ინსტიტუტითა“ და სოროსის ფონდით შემოიტანა უბედურება. ამ გზით მათ ამერიკული იდეოლოგია დაასვეს საქართველოს თავზე. ადამიანი,რომელიც თავს პლასტელინად თვლის, იმდენი შეგნება უნდა ჰქონდეს, თავი საქართველოს პრეზიდენტის კანდიდატად არ დააყენოს.

 – „სახალხო კრების“ კანდიდატი კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა , დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა გააკრიტინა. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდება…

– ივანიშვილის ტრაგედიაა, რომ მას ლევან ბერძენიშვილი აქებს, ხოლო ბედნიერებაა, როცა მას ბერძენიშვილი ლანძღავს. ვისაც ლევან ბერძენიშვილი აქებს, იმან უნდა იფიქროს, რომ მისი საქმე ცუდადაა. მე პირადად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბერძენიშვილს ჩემს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ბურჯანაძისთვის ტრაგედია იქნებოდა ბერძენიშვილი რომ აქებდეს.

 – როგორ  ფიქრობთ, რატომ არ აქტიურობს დღეს „თავისუფლების ინსტიტუტი“?

– დღეს თავისუფლების ინსტრიტუტი გაჩერებულია. მათ იციან, რომ ივანიშვილი აკეთებს მათ საქმეს და პრეზიდენტად „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი გაჰყავს, რატომ უნდა იაქტიურონ? ეს არა მხოლო ქვეყნის ტრაგედიაა, არამედ ივანიშვილისაც. დღესაც იმ განწყობის ვარ, რომ ივანიშვილის გადარჩენა სჭირდება საქართველოსაც და „სახალხო კრებასაც“.

 – რატომ ფიქრობთ, რომ ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მარგველაშვილის არჩევა პრეზიდენტად დიდ არეულობამდე მიიყვანს ქვეყანას?

– საქართველოს არ სჭირდება სოროსისა და „თავისუფლების ინსტიტიტის“ წარმოამდგენელი პრეზიდენტად და იმ იდეების თავსმოხვევა, რაც ამ ინსტიტუტისთვის არის მისაღები. ხალხს არ სჭირდება დამნაშავესთან კოაბიტაცია და ხელისუფლების „ნაციონალებთან“ გარიგებაში შესვლა. ჩვენ არ გვინდა კოაბიტაცია, მაგრამ გვინდა რაც თქვა ილია ჭავჭავაძემ. ილიამ „სამართლებრივი  ოპტიმიზმის“ პოზიცია ჩამოაყალიბა. კოაბიტაცია კი არ უნდა შემოგვეტანა, სამართლებრივი ოპტიმიზმი უნდა განგვეხორციელებინა. ჩვენ ილიას და „სამართლებრივი  ოპტიმიზმის“ გზით ვივლით. არავინ არ უნდა დაიჩაგროს. სააკაშვილმა ჯერ დაჭერებით მოიხვეჭა სახელი. ეხლა ამ დაპატიმრებულების გამოშვებით ცდილობს მომხრეების გაზრდას.

რეგიონებში დავდივარ და ვიცი რა მძიმე ვითარებაა.  საქართველოში მთავარი ბიზნესი არის წამლის ბიზნესი. ახლა ექიმთან ანალიზების გაკეთება არის უფასო და წამლების ფასი კი კატასტროფულია. ზესტაფონიდან დამირეკა კაცმა . მის წლინახევრის შვილს გულის მანკი აღმოაჩნდა და ყველაფერი რომ გაყიდოს, ეს ფული მის მკურნალობას არ ეყოფა. ეს ხდება იმ ზესტაფონში, სადაც მერაბ სამადაშვილს სააკაშვილმა და მისმა ბანდამ მილიონები აჩუქეს და ამით მთელს  ზესტაფონს თავზე მოაჯდა. სწორია ადამიანს ისიც ეყოფა, რა ცოდვა-მადლიც ზესტაფონში ტრიალებს. ადამიანი სოციალურ დახმარებას იღებდა. შვილი მოუკვდა და დახმარება მოუხსნეს, სარჩენი მოგაკლდაო. ეს არის სამართალი?! ზესტაფონში ჩასულმა ნახევარ საათში გავიგე ეს ამბავი. არა გყავთ ხალხი ბატონო ბიძინა, იგივე  ზესტაფონში, რომ ინფორმაციას სრულად ფლობდეთ? სამადაშვილს თქვენი ოჯახის წევრები უჭერენ მხარს, ის კი უფრო მეტად დააჯდა თავზე ზესტაფონს. დარწმუნებული ვარ, არ იცით ეს ბატონო ბიძინა. ეს არის სამართლიანობა?! ეს შეიცვლება  და ამას შეცვლის „სახალხო კრება“. ქვეყნის გადარჩენა არის ბიძინა ივანიშვილი პლუს პრეზიდენტი კოალიციის გარეთ.

– დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა თქვა, შეეგუეთ იმას, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება. თქვენ ამას არ შეეგუებით?

– რა თქმა უნდა, ვინც პარლამენტშია, ისინი ვადამდელი არჩევნების მომხრეები არ იქნებიან. ვინ აირჩევს ახალ პარალმენტში ბერძენიშვილებს, ან სხვებს. ივანიშვილმა იცის, ვინ ვინ არის და ამ უმრავლესობიდან 95%-ს ახალ  პარალმენტში არ შეიყვანს. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა დღეს ის არის, რომ ვინც  ივანიშვილმა შემოიკრიბა,  ის ხალხი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც პრემიერს ეგონა. ტრაგედიაკიდევ იმაშია, რომ არც ივანიშვილი აღმოჩნდა ისეთი,როგორიც ეგონათ. ესენი ბუნებრივად სცილდებიან ერთმანეთს. ბევრი დატოვებს ივანსვილის მხარდამჭერთა რიგებს,რადგან ხედავენ რომ არჩევნების შემდგომ მედროვეებმა უფრო ხმა აიმაღლეს და მაღალი პოზიციები დაიკავეს. გულწრფელად ვინც იდგა ივანიშვილთან, ისინი დღეს გარიყულები არიან.

 ესაუბრა შორენა კოწოწაშვილი

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *