(alimedia.ge)ივანიშვილის გუნდიდან პრეზიდენტის არჩევა ივანიშვილის დასამარებაა – თემურ შაშიაშვილი

 

777ივანიშვილის შეცდომა ისაა, რომ ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალი აბსოლუტურად გამოუყენებელია, ისევე, როგორც ეს იყო სააკაშვილის დროს, – აცხადებს თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი.

შაშიაშვილის განცხადებით, ივანიშვილს უნდა დაემსხვრია  „ქართული ოცნების“ , „ქართუ ბანკის“ პარტიული საზღვრები და ეფიქრა, რომ ამათ გარეთაც არიან საქართველოზე მოფიქრალი ადამიანები და ისინი გამოეყენებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ის ამაზე არ წავიდა.

„დღეს ისე მიდის ყველაფერი, რომ სურთ არჩევნები წააგებინონ ნინო ბურჯანაძეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ივანიშვილის გუნდიდან პრეზიდენტის არჩევა – ივანიშვილის დასამარებაა. თუ ივანიშვილის ხათრით ავირჩევთ პრეზიდენტს, გაზაფხულზე ისევ არეულობა გვექნება. დღე საქართველოს გადარჩენა ისეთი პრეზიდენტის არჩევაშია, რომელიც იქნება კოალიციის გარეთ. ის ფეხქვეშ არ უნდა გაეგოს ივანიშვილს მაგრამ არც უნდა დაუპირისპირდეს მას“,  – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

თეთრების ლიდერს ქართული ოცნების კანდიდატის არჩევას ამ პოსტზე მიუღებლად იმით ხსნის, რომ მისი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ მოკლა ივანიშვილის პოტენციალი,  ხოლო მომავალმა პრეზიდენტმა პრემიერს თავისი პოტენციალის ბოლომდე გამოვლინებაში უნდა შეუწყოს ხელი.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *