(sazogadoeba.ge) თემურ შაშიაშვილი: ივანიშვილის გუნდიდან პრეზიდენტის არჩევა ივანიშვილის დასამარებაა

9970shashiashvili1ივანიშვილის შეცდომა ისაა, რომ ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალი არის აბსოლუტურად გამოუყენებელი, ისევე, როგორც ეს იყო სააკაშვილის დროს., – აცხადებს თეთრების ლიდერი, თემურ შაშიაშვილი. – ივანიშვილს უნდა დაემსხვრია პარტიული საზღვრები, „ქართული ოცნების“ , „ქართუ ბანკის“ საზღვრები და ეფიქრა, რომ ამათ გარეთაც არიან საქართველოზე მოფიქრალი ადამიანები და ისინი გამოეყენებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ის ამაზე არ წავიდა.

„დღეს ისე მიდის ყველაფერი, რომ სურთ არჩევნები წააგებინონ ნინო ბურჯანაძეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ივანიშვილის გუნდიდან პრეზიდენტის არჩევა – ივანიშვილის დასამარებაა. თუ ივანიშვილის ხათრით ავირჩევთ პრეზიდენტს, გაზაფხულზე ისევ არეულობა გვექნება. დღე საქართველოს გადარჩენა ისეთი პრეზიდენტის არჩევაშია, რომელიც იქნება კოალიციის გარეთ. ის ფეხქვეშ არ უნდა გაეგოს ივანიშვილს მაგრამ არც უნდა დაუპირისპირდეს მას“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

ქართული ოცნების კანდიდატის არჩევა ამ პოსტზე იმიტომაცაა მიუღებელი თეთრების ლიდერისთვის, რომ მისი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ მოკლა ივანიშვილის პოტენციალი. ხოლო მისი აზრით, მომავალმა პრეზიდენტმა პრემიერს თავისი პოტენციალის ბოლომდე გამოვლინებაში უნდა შეუწყოს ხელი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *