(news.ge) შაშიაშვილი: “თავისუფლების ინსტიტუტის“ წიაღიდან გამოსულ გიორგი მარგველაშვილს კრება მხარს ვერ დაუჭერს”

19 ivlisi“თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში ამერიკელები საუცხოოდ ითანამშრომლებენ „სახალხო კრების“ კანდიდატთან.

„თეთრების“ ლიდერის, თემურ შაშიაშვილის აზრით, ნინო ბურჯანაძე ამერიკელებისთვის მიუღებელია იმის გამო, რომ ის „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრი ვერ გახადეს.

„ამერიკელები ეუბნებოდნენ ბურჯანაძეს, რუსეთთან კარგი დამოკიდებულება უნდა გქონდესო, მაგრამ როგორც კი ბურჯანაძემ რუსეთისკენ ნაბიჯი გადადგა, მაშინვე „პრორუსად“ შერაცხეს, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი- “ვიცი ამერიკელებს არ მოსწონთ „სახალხო კრება“, მაგრამ მისი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში მასთან საუცხოოდ ითანამშრომლებენ”.

მისივე თქმით, „სახალხო კრება“ თვიდან არ აპირებდა საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას და მზად იყო მხარი დაეჭირა ბიძინა ივანიშვილისთვის, ლევან ვასაძის, მინდია უგრეხელიძისთვის იმ შემთხვევაში, თუ ეს პიროვნებები იქნებოდნენ პრეზიდენტობის კანდიდატები.

“კრება ვერ დაუჭერს მხარს „თავისუფლების ინსტიტუტის“ წიაღიდან გამოსულ გიორგი მარგველაშვილს, რომელიც „თავისუფლების ინსტიტუტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ბურჯანაძე გაცილებით ახლოსაა ქართულ ტრადიციებთან. ჩემზე მეტად მას არავინ აკრიტიკებდა, დღეს კი მიმაჩნია, რომ ხალხმა მხარი კრებას უნდა დაუჭიროს და არა ნინო ბურჯანაძეს, ვისაც ბურჯანაძე არ მოსწონს, მისთვის გარანტი ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ესაძე და სხვები იქნებიან”,- აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *