თემურ შაშიაშვილი: მიუღებელია პრემიერის თვითკმაყოფილება, როცა ხალხი გმინავს გაჭირვებისაგან

bidzina ivთემურ შაშიაშვილის შეფასებით ბიძინა ივანიშვილის დღევანდელმა პრეკონფერენციამ მას გაუძლიერა  შეხედულება, რომ პრემიერი  დიდი სისწრაფით სცილდება ხალხს, ხალხის პრობლემებს,  მისთვის მიუღებელია პრემიერის  თვითკმაყოფილება მაშინ, როცა ხალხი გმინავს გაჭირვებისაგან.

„სამწუხაროა, რომ დამოუკიდებელ საქართველოში, პირველ ხელისუფალთა და ხალხის აზრი რეალურ მდგომარეობაზე, რადიკალურად განსხვავებულია. ხელისუფალნი უმაღლეს შეფასებას აძლევენ თავიანთ საქმიანობას, ხალხი კი უკიდურესად მძაფრია გაკეთებულის შეფასებაში. სასურველი იქნებოდა, რომ ხელისუფალნი ლაპარაკობდნენ პრობლემებზე და მომავლის გეგმებზე,  ხელისუფალთა გაკეთებულს კი ხალხი ხედავდეს რეალურად და აფასებდეს.“ – აცხადებს თეთრების ლიდერი -როგორც ჩანს, ივანიშვილი სწორ გადაწყვეტილებას იღებს წასვლასთან დაკავშირებით. ადამიანი, რომელიც თავის პრემიერ-მინისტრობის ერთი წლისთავზე ასეთი თვითკმაყოფილია, თვითკრიტიკის ნიშანწყალიც არ აქვს, თვლის, რომ ყველა დანაპირები შეასრულა, უფრო მეტიც , როცა მიაჩნია, რომ თითქმის ყველაფერში  „შეუძლებელი შეძლო, მაქსიმუმი გააკეთა“ (ეს მისი სიტყვებია)  – ის პრემიერ- მინისტრის პოსტიდან უნდა წავიდეს!“  -აცხადებს “თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი

პრეს-ცენტრი

04.09.2013წ

დაეგზავნა სააგენტოებს

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *