(news.ge) თემურ შაშიაშვილი: “რაც მეტად ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, მით მეტად ვცილდებით დასავლეთს”

 

sh1პოლიტიკური პარტია “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.

შაშიაშვილის შეფასებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ხელისუფლება რაც მეტს საუბრობს დასავლეთის სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, რეალურად უფრო მეტად შორდება მათ.

“სამარცხვინოა, რომ ყველა ხელისუფალი ამ 20 წლის განმავლობაში რაც მეტს ლაპარაკობს ნატოზე, ევროპასთან ინტეგრაციაზე, მით მეტად ვცილდებით ერთსაც და მეორესაც. საქართველო დიდი ხანია მძიმე აზიური განწყობით ცხოვრობს – საქართველო ახლო აღმოსავლეთის, უპირველესად კი არაბული ქვეყნების, ირანის მოქალაქეთა თავშესაფარ-ნავსაყუდელი გახდა,“ –  განაცხადა შაშიაშვილმა.

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *