პრემიერის განცხადება ვადამდელ არჩევნებთან მიმართებაში არის შეურაცხმყოფელი

parlamentiთემურ შაშიაშვილი როგორც შეურაცხმყოფელს ისე აფასებს დღევანდელ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ვადამდელ საპარალმენტო არჩევნებთან დაკავშირებით:

„როგორც შეურაცხყოფას, ისე აღვიქვამ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამოთქმას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მისი გამოსვლიდან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ჩვენ „ნაციონალების“ საქართველოდან გაძევებას ვითხოვთ. აბსოლუტურად უადგილოა მისი გამოთქმები: „რა ვქნათ, ჩვენი ძმები არიან, საქართველოდან ხომ არ გავაძევებთ და უნდა აღვზარდოთო“. ჩვენ ვითხოვთ კანონის უზენაესობას და კონსტიტუციური ფარგლები არის ის, როცა პარლამენტი არ გამოხატავს ხალხის პოლიტიკურ განწყობას – ტარდება ვადამდელი საპარალმენტო არჩევნები. ეს არის ევროპა, ეს არის დემოკრატიული სამყაროს ცხოვრების ოქროს წესი. „ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი

პრეს-ცენტრი

04.09.2013წ

დაეგზავნა სააგენტოებს

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *